7.02.2014

როგორ მოვიშუშოთ სულიერი ტკივილი და დანაკარგი

წარმატების 365 დღე
48–ე დღე
ადამიანთა ურთიერთობები ტკივილითაა სავსე. ხშირად ეს სულიერი ტკივილები რეაქციაა იმ დანაკარგზე, რასაც ადამიანებთან ურთიერთობებში ვღებულობთ. ამ სულიერი ჭრილობის, დანაკარგისა და ტკივილის დროს ადამიანთა დიდი ნაწილი სხვებს ადანაშაულებს და თავის უკმაყოფილებას, და არც ისე იშვიათად, წყენას, ზიზღს ან ბრაზსაც კი ავლენს ამ სხვა ადამიანთა, ახლობელთა მიმართ. მაგრამ სულიერი ტკივილის, დანაკარგისა და ჭრილობის მოშუშების გასაღები იმაშია, რომ კარგად მოუსმინო საკუთარ ემოციას და  გაისიგრძეგანო ის ინფორმაცია, რასაც გადმოსცემს დანაკარგისა და სულიერი ტკივილის გრძნობა. ძირითადი შეტყობინება, რასაც სულიერი ტკივილი ან დანაკარგის გრძნობა სიგნალის სახით გადმოსცემს შემდეგია: ან უნდა შეცვალოთ თქვენი აღქმა , ან კიდევ უნდა გაიცნობიერეთ, რომ თქვენი მოლოდინები არ შეესაბამება რეალობას და მათი დაკმაყოფილება შეუძლებელია; და რომ თქვენ უნდა ელოდოთ თქვენი მოლოდინების არ გამართლებასაც. ახლობელი ადამიანისაგან თქვენ ელტვით, რომ მიიღოთ ყოველთვის ის, რასაც ელით, რომ მიიღებთ. მაგრამ ვთქვათ ასე არ ხდება. ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ გრძნობა, რომ ამ ახლობლის მიმართ გიჩნდებათ გრძნობა, თითქოს მასთან ახლობლობას კარგავთ, გეუფლებათ მისდამი ერთგვარი უნდობლობა. დანაკარგის ეს გრძნობა წყენის, ტკივილისა და სულიერი ჭრილობის სახით განიცდება. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს ჩანს მაშინ, როცა ეს ახლობელი, ვთქვათ, სიტყვას გასტეხს და არ ასრულებს იმას, რაც დაგპირდათ ან რასაც მისგან რეგულარულად ელით. სულიერი ტკივილის ამ მდგომარეობის შემსუბუქება ან მოშუშება გულისხმობს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას:
1.      პირველი, წარმოიდგინეთ, რომ არაფერიც არ დაგიკარგავთ. შესაძლოა, რომ მთლიანად მცდარია თქვენი აღქმა, თითქოს მეორე ადამიანმა ან ახლობელმა გაგანაწყენათ და  იგი ცდილობს ჭრილობა მოგაყენოთ. შესაძლოა, რომ ეს ადამიანი სულაც ვერ ხვდებოდეს, რომ მისი მოქმედება თქვენ წყენას გაყენებთ. ის, რომ მან შეცვალა ტონალობა და თქვენთვის მოულოდნელად ის ახლა დაბღვერილი გელაპარაკებათ, შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ მას აღარ უყვარხართ; პირიქით ეს შეიძლება იმიტომ ხდება, რომ საკუთრივ მას უჭირს რაღაც და დახმარებას საჭიროებს.
2.      მეორე,მყისიერად დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „ნუთუ მართლა ვკარგავ ამ ადამიანს? ნუთუ მართლა არ იმსახურებს იგი ნდობას? იქნებ ნაუცბათევი და ზედაპირულია ჩემი გადაწყვეტილება?“
3.      მესამეც, გულწრფელად და გულახდილად გაესაუბრეთ თქვენს ახლობელს და აუხსენით მას: “სხვა დროს რომ შენ ისევ ასე მოიქცე, როგორც ახლა ხდება, მაშინ მე შეიძლება გამიჩნდეს გრძნობა, რომ აღარ გიყვარვარ და ეს მძიმე ტკივილი იქნება ჩემთვის. ამიტომ გთხოვ ყოველთვის ამიხსნა, რა ხდება სინამდვილეში და რატომ იმოქმედე ასე“. ურთიერთობის ასეთი შეცვლა და გულღია დიალოგი სულიერი ტკივილის შემსუბუქების საუკეთესო ხერხია.
ცხოვრებაში ყოველთვის უნდა ველოდოთ, რომ ჩვენი მოლოდინები შეიძლება არ გამართლდეს. ცხოვრება შეხვედრებისა და დაცილებების უწყვეტი პროცესია. ცხოვრებაში დანაკარგები გარდაუვალია. მაგრამ ისეც ხდება, რომ რეალურად არც არაფერი დაგვიკარგავს, უბრალოდ ჩვენი აღქმა იყო მცდარი. გაერკვიეთ თქვენსავე აღქმებსა და მოლოდინებში, დანაკარგები ისედაც ბევრი გვაქვს, ნუღა დაამატებთ არარეალურ და გამოგონილ დანაკარგებს.


Комментариев нет :

Отправить комментарий