12.11.2014

ცხოვრებისეული სტანდარტები, საარსებო მინიმუმი და ქვეყნის წარმატებისკენ სავალი გზა

წარმატების 365 დღე

63–ე დღე  

არსებობს ერთი კითხვა, რაზეც ალბათ ბევრი თქვენთაგანი დაფიქრებულა: რა ქმნის ცხოვრების დონის თვალსაზრისით ადამიანთა შორის განსხვავებას?  რატომაა, რომ ერთსა და იმავე ოჯახში გაზრდილებიდან ერთი ძმა მეცნიერებას გაჰყვა და საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ხოლო მეორე  ძმა კრიმინალის გზა დაადგა და რამდენიმეჯერ მოუწია ციხის კარების ზღურბლის გადალახვა?  რატომაა, რომ ერთნი დაიბადნენ და იზრდებოდნენ ფრიად წინწასული ქვეყნის ერთერთ ყოვლად უზრუნველყოფილ  ოჯახში, მაგრამ ნარკოტიკებს მიეძალნენ ან ისე ააგეს თავინთი ცხოვრება, რომ სრულიად გაანიავეს მშობელთა დანატოვარი და მძიმე  ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ხოლო მეორენი კარგი მეოჯახენი დადგნენ და სტაბილურად მიიწევდნენ წინ თავიანთ  ბიზნესში? რატომაა, რომ შეჭირვებული ქვეყნის ერთი გაჭირვებული სოფლის ერთერთი ხელმოკლე ოჯახიდან სწავლის გასაგრძელებლად ქვეყნის დედაქალაქში ჩამოსულმა ჩვეულებრივმა ჯიბეცარიელმა ბიჭმა უკან მოიტოვა ყველა მისი თანაკურსელი, თანასოფლელი და თანამემამულე  ტოლები თუ არატოლები და არნახულ ფინანსურ წარმატებას მიაღწია ბიზნესში, ხოლო მისი ტოლ–ახლობლები ისევ სიღარიბის ჭაობში იძირებოდნენ, რომ არა ამ წინწასული  ბიზნესმენის დახმარება? რატომაა, რომ ერთნი ბავშვობაში გამოირჩეოდნენ დიდი ნიჭიერებით, მაგრამ ცხოვრებაში ვერაფერი განსაკუთრებულ ვერ შექმნეს, ხოლო მეორენი განსაკუთრებული უნარებით არ გამოირჩეოდნენ და ცუდადაც კი სწავლობდნენ, მაგრამ დიდ ფინანსურ ან პროფესიონალურ წარმატებებს მიაღწიეს?  რა არის ის წამყვანი ფაქტორი, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს განსხვავებების აღმოცენებას ადამიანებში?  თუ განსხვავებულობა ქმნის ბედისწერას, მაშინ კიდევ ახლებურად დგება საკითხი: რა განსაზღვრავს ჩვენს ბედისწერას? მართალია მავანი იტყვის, რომ ფაქტორები ბევრია და ისინი ერთობლივად განსაზღვრავენ ადამიანთა განსხვავებულ ცხოვრებასო და შესაბამისად თითოეულის ბედისწერასო. ამაში ისინი სწორი იქნებიან, მაგრამ ეს იმდენად ტრივიალური მსჯელობაა, რომ საქმის არსში ჩასახედად ნაბიჯითაც კი ვერ წაგვწევს წინ. არსებობს მეცნიერულად ერთი უფრო გამართული მსჯელობა, რომელიც  არკვევს მიმართებას გენეტიკურ ანუ თანშობილ, გარემოსეულ და ბიჰევიორალურ–კოგნიტურ  ანუ ინდივიდის ქმედებების/ აზრების/გადაწყვეტილებების ფაქტორს შორის. ამ მსჯელობის თანახმად, მაგალითად, ბედნიერების (ან მისი საპირისპირო  მდგომარეობის – დეპრესიის) დონე 50%–ით განისაზღვრება გენეტიკურ–მემკვიდრული ფაქტორებით, 10%–ით გარემოს თავისებურებებით, ხოლო 40%–ით საკუთრივ ამ ადამიანის ქცევებით/ გადაწყვეტილებებით/აზრებით. როგორც ვხედავთ, გადამწყვეტია არა  მემკვიდრეობითი და გარემოსეული ფაქტორი, არამედ გენეტიკურ–მემკვიდრეობითი  ფაქტორები და ინდივიდის კოგნიტურ–ბიჰევიორალური ანუ ქცევით–შემეცნებითი აქტივობა.  საკუთრივ გენეტიკური და თანშობილი პროგრამები  თავიანთ განხორციელებას პოულობენ იმ კონკრეტულ მოქმედებებსა და ქცევებში, რომლებიც ამა თუ იმ მოთხოვნილების, წარმოდგენების ან მოცემული სიტუაციის აღქმის შედეგად აღმოცენდებიან.  ამდენად, არა ჩვენს გარემოს, გარე პირობებსა და ჩვენს ირგვლივ მომხდარ  ამბებს აქვს ჩვენზე დიდი ზეგავლენა (გარე პირობების ზეგავლენა მხოლოდ 10%–ს უდრის),  არამედ ჩვენსავე ქცევებს ამ გარე–მოვლენების მისამართით, ჩვენს წარმოდგენებს, გარე სიტუაციის ჩვენეულ გაგებას და ინტერპრეტაციას  აქვს გადამწყვეტი  მნიშვნელობა  იმაში,  თუ როგორ აიგება ჩვენი ცხოვრება და ბედისწერა. „ჩვენ გვაღშფოთებენ რა საგნები, არამედ ჩვენივე წარმოდგენები ამ საგნების შესახებ“–ო, ამბობდა ანტიკური ბრძენი ეპიქტეტე, რომლის ამ მსჯელობის ანალოგიურად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ მკაფიო ფორმულა ბედისწერის ფორმირების თაობაზე: „ჩვენს ბედისწერას ქმნის არა საგნები და გარე–მოვლენები, არამედ ჩვენივე რეაქციები, წარმოდგენები, ქცევები და გადაწყვეტილებები ამ საგანთა და გარე–მოვლენათა შესახებ“.  ჩვენი ქმედებები, გადაწყვეტილებები და აზრები ჩვენი ტვინის ენერგო–ინფორმაციულ სტრუქტურაში მილიონნაირ  ნეირო–ფსიქიურ  ურთიერთკავშირთა და ასოციაციათა ველებს ქმნიან, რითაც იქსოვება ჩვენი ბედისწერა. მისი გამოძახილია ჩვენი წარმატება თუ წარუმატებლობა, გაჭირვება თუ დალხინება, ხასიათისა და ბიოგრაფიული თავისებურებები.

ამ დახუნძლული შესავალის საფუძველზე მინდა გადავიდე ამ სტატიის მთავარ საკითხზე. ეს გახლავთ ცხოვრების დონის სტანდარტების  და, მათ შორის, საარსებო მინიმუმის სტანდარტის საკითხი.

ადამიანთა ერთი ნაწილი თავისი წარმოდგენების საფუძველზე თვითონ შეარჩევს და ადგენს საკუთარი ცხოვრების სტანდარტებს ფინანსებში, ყოფაში, პროფესიაში, სოციალური სტატუსის მახასითებლებში; ამის შემდეგ იგი ღებულობს გადაწყვეტილებას ან ამ სტანდარტის მაღლა აწევის, ან შენარჩუნების თვალსაზრისით. ასეთი  არჩევანისა და გადაწყვეტილების შესაბამისად იგი  ამა თუ იმ ქმდებებსა და ქცევებს  ახორციელებს.  ამ ქმედებებს ახალ შედეგებამდე მიჰყავს ეს პიროვნება, შემდეგ ისევ ახალ გადაწყვეტილებას იღებს ცხოვრების სტანდარტების შესახებ, რასაც ისევ ახალ–ახალი შედეგები მოჰყვება და ასე გრძელდება ცხოვრების სტანდარტების აწევის ან სტაბილიზაციის პროცესი. ეს გადაწყვეტილებები და შესაბამისი ქცევები ქმნიან ამ ადამიანის ბედისწერას ცხოვრების ამა თუ იმ სფეროებში, სადაც სტანდარტების განახლებასა და თვითდადგენის პროცესს ჰქონდა ადგილი. ასე ხდება დიდი ბიზნესმენებისა და მილიონერ–მილიარდერების, პოლიტიკური მოღვაწეების, მეცნიერების, გამორჩეული მენეჯერების, სპორტსმენების, საზოგადოებრივი მოძრაობების ლიდერების, ხელოვანების თუ სხვა წარმატებული ადამიანების ცხოვრებაში.

ადამიანთა მეორე კატეგორია არ აკეთებს საკუთარ არჩევანს და  არ ღებულობს არავითარ გადაწყვეტილებას საკუთარი ცხოვრების სტანდარტის გასაუმჯობესებლად.  მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არჩევანი საერთოდ არ კეთდება და გადაწყვეტილება ამ ადამიანის ცხოვრების სტანდარტის შესახებ არ არის მიღებული; არა, ბატონები, არჩევანი კეთდება და გადაწყვეტილების მიღება ხდება, ოღონდ სხვის მიერ, მაგალითად, ხელისუფლების ან დამსაქმებლის მიერ, რომლებიც უწესებენ თავიანთი ინტერესიდან გამომდინარე ცხოვრების სტანდარტებს იმ  ადამიანებს, თავი რომ აარიდეს საკუთარი ბედის მართვას საკუთარი ძალებით. აქაც მუშაობს ის ზოგადი კანონი არჩევანის საყოველთაობის შესახებ, რომლის თანახმადაც თუკი თქვენ არ აკეთებთ არჩევანს თქვენი ცხოვრების თაობაზე, მაშინ სხვა იღებს გადაწყვეტილებას  თქვენს მაგივრად თქვენი ცხოვრების შესახებ, ოღონდ უკვე არა თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იმათი ინტერესების შესაბამისად, ვინაც თქვენს  მაგივრად აკეთებს არჩევანს. ამის ნათელი ნიმუშები ბევრია ცხოვრებაში, დასაქმების სფეროში, ადამიანთა ურთიერთობებში, სასწავლო თუ შრომით აქტივობაში. იტალიელ პარეტოს  ცნობილი 20–80% –ზე ფორმულის ანალოგიურად, ნებისმიერ სახელმწიფოს, საზოგადოებასა თუ თემში მოსახლეობის 20% განწყობილია და აჰყვება სასიკეთო ცვლილებებსა და რეფორმებს, ხოლო 80% ცვლილებებისადმი რეზისტენტულია და წინაღობას გამოხატავს ან პასიურობას არჩევს. აქედან გამომდინარე, ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობების თვალსაზრისით ცვლილებებს პასიურად შეხვდება და წინაღობას გამოუხატავს ადამიანთა 80%. მათ ურჩევნიათ ცხოვრების დინებას გაჰყვნენ. მათ ცხოვრების სტანდარტებს სხვა უდგენს და ხშირ შემთხვევაში ეს სხვა შეეცდება ამ სტანდარტის დადგენისას მაქსიმალური სარგებლობა თვითონ მიიღოს და მინიმალური გაიღოს. ამით ეს „სხვა“ ღებულობს მოგებას, ხოლო წაგებული არც ეს პიროვნებაა, რომელსაც პასიურობის გამო ცხოვრების სტანდარტს უდგენენ, ისიც რაღაც სამყოფს ღებულობს, ოღონდ ამ სამყოფის სტანდარტი მინიმალურია, ძალიან დაბალია. ეს „სხვა“ შეიძლება იყოს სახელმწიფო, ხელისუფლება. ხელისუფლების ძირითადი საზრუნავი ყოველთვის იყო და იქნება საკუთარი ძალაუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება–შენარჩუნება–განვითარება. ამ ამოცანიდან გამომდინარე დაუწესებს სახელმწიფო მოქალაქეებს მათი ცხოვრების სტანდარტებს, რათა ამით სახელმწიფომ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი ხელისუფლების შენარჩუნებისა და პოზიციების გაძლიერებისათვის იმის ხარჯზე, რომ ინდივიდი მიიღებს მისთვის დაწესებულ საცხოვრებო მინიმალურ სტანდარტს. რაც ამჯერად სახელმწიფოზე ვთქვი, ვიგულისხმე დეჰუმანიზებული სახელმწიფო, სადაც გაბატონებულია თეზისი – „ადამიანი სახელმწიფოსათვის“,  როგორიც, მაგალითად, ჩვენი ქვეყანაა, რომელიც კომუნისტური ტოტალიტარიზმის პირმშოა. ამის სანაცვლოდ  დასავლეთის  ჰუმანიზებულ სახელმწიფოებში რეალიზებულია იმანუილ კანტის მიერ ნათლად ჩამოყალიბებული პრინციპი, რომლის თანახმადაც სწორედ ადამიანია უმაღლესი ღირებულება. ამიტომაც ამ ქვეყნებში რეალიზებულია პრინციპი „სახელმწიფო ადამიანისათვის“, რისგანაც ჩვენ ჯერჯერობით ძალიან შორს ვდგავართ და ეს ყველაზე აშკარად ჩანს ე.წ. საარსებო მინიმუმის ჩვენს ქვეყანაში არსებულ სტანდარტებში.

საარსებო  მინიმუმის  სტანდარტი  ძალზე  დაბალია  საქართველოში. იგი ამჯერად 150 ლარს უდრის. ამ ფასად ერთი თვის განმავლობაში თავის გამოკვებას და ელემენტარული ბიოლოგიური და სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ მოახერხებს ადამიანი. აბა, გაჰყავით 150 ლარი 30 დღეზე: გამოდის რომ ქართული სახელმწიფო ფიქრობს, რომ  ადამიანს დღეში კვებისათვის და სხვადასხვა აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად 5 ლარი ეყოფა. თქვენ გჯერათ ამ აბსურდის? ან სჯერა ეს თვით ხელისუფლებას, რომელიც ადამიანზე მზუნველობას იჩემებს და ათასნაირ დაპირებებს აძლევს ამომრჩევლებს არჩევნების დროს. მაგრამ ამავე დროს წარმოიდგინეთ, რომ სააარსებო მინიმუმი მხოლოდ სასურსათო კალათას არ შეიცავს, სასურსათო კალათა მხოლოდ 70%–ია საარსებო მინიმუმის,  ანუ  დღეში ადამიანმა კვებისათვის მინიმუმ 4 ლარი უნდა დახარჯოს, ხოლო დანარჩენ საჭიროებებზე, როგორიცაა გადასახადები, ტრანსპორტი, ჩასაცმელი და სხვა, დღეში იმყოფინოს 1ლარი. ეს დაცინვაა. მაგრამ ამ დაცინვის უკან ხელისუფლების რა წარმოდგენები დგას ადამიანის არსის შესახებ? მე მგონი, ხელისუფლება დგას ბიოლოგიური რედუქციონიზმის  პოზიციებზე და ადამიანს განიხილავს როგორც ბიოლოგიურ არსებას, რომელსაც როგორც ცხოველს აქვს მეტად შეზღუდული მოთხოვნილებები.

    ხელისუფლებისათვის ადამიანი არის არა როგორც „ხატად ღვთისად“ გაჩენილი არსება, არამედ ჩვეულებრივი ცხოველი, რომელიც გადარჩენისათვის იბრძვის, მას არ ამოძრავებს მაღალი ღირებულებები, დაცლილია ღირსების გრძნობისაგან. თუკი პენსიონერის შემოსავალი თვეში უდრის 150 ლარს ანუ საარსებო მინიმუმს, იგი ამით ღირსების მქონე დაფასების სუბიექტად კი არ არის აღიარებული, არამედ ცხოველივით  უმარტივესად გამოკვების საგნად არის მიჩნეული. მეგობრებო, ადამიანი პირველ რიგში ღირსება და სულიერებაა და არა ცხოველი. მაგრამ რაში სჭირდება ეს“კონცეპცია“ ხელისუფლებას? რა სარგებელს ღებულობს იგი ამით? სარგებელი დიდია მეგობრებო: ცხოველთა მანიპულირება და შენს ნებაზე ტარება გაცილებით ადვილია, ვიდრე საკუთარი ღირებულებებისა და ღირსების მქონე პიროვნების. ხელისუფლებას პიროვნებებზე უფრო ცხოველები სჭირდება. მაგრამ ვის უხდის ხელისუფლება იმ თანხას, რაც შეეფერება ღირსებების მქონე პიროვნებებს?  ცხადია, საჯარო მოხელეებსა და ჩინოვნიკებს, მასთან დაახლოებულ პოლიტიკურ ძალებს. გამოდის, რომ ფინანსური თვალსაზრისით ქვეყანაში კეთილდღეობა და ღირსეულად ცხოვრება მონოპოლიზებულია სახელმწიფო აპარატისა და მმართველი პოლიტიკური ძალების მიერ. ჩვენში სახელმწიფო უფრო მოტივირებულია თვითონ შეინარჩუნოს თავი და განვითარდეს, ვიდრე მასში მცხოვრები ადამიანები, ხოლო ვინაც სახელმწიფო აპარატში არ ზის, მისთვის ხელისუფლება მზადაა მხოლოდ მინიმუმი გაიღოს.

  რა კონცეპცია უდევს აღნიშნულ ვითარებას საფუძვლად ადამიანსა და სახელმწიფოს შორის მიმართების თვალსაზრისით? რა უფრო მთავარია ჩვენი სახელმწიფოსათვის: ადამიანმა იცხოვროს სახელმწიფოს არსებობა–განვითარებისათვის თუ სახელმწიფომ უნდა იარსებოს ადამიანისათვის? ამ დილემის კუთხით ჩვენი ხელისუფლება გაუცნობიერებლად თუ სრულიად შეგნებულად ეტატიზმის პოზიციაზე დგას და ემყარება პრინციპს  „ადამიანი სახელმწიფოსათვის“.  მისთვის ადამიანი სახელმწიფო მანქანის დანამატია. ჩვენ ვცხოვრობთ აშკარად დეჰუმანიზებულ სახელმწიფოში. ასე იყო კომუნისტების დროს, ასე იყო შევარდნაძის 90––იანი წლების და სააკაშვილის 2003–2013 წლის საქართველოში, სადაც საარსებო მინიმუმმა მხოლოდ 125 ლარს მიაღწია.  მმართველმა გუნდმა სადღეისოდ150 ლარამდე გაზარდა საარსებო მინიმუმი, თუმცა დათვლის წესი გიორგი თარგამაძის, ქრისტიან–დემოკრატებისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ  მიჩნეულია   მეთოდოლოგიურად მოძველებულად.  ისინი თვლიან, რომ  საარსებო მინიმუმი 250 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.  როგორაა საქმე დასავლეთის სამყაროში, ევროკავშირის ქვეყნებში? საარსებო მინიმუმის სტანდარტის  თვალსაზრისით უზარმაზარი განსხვავებაა ევროკავშირის ქვეყნებსა და ჩვენს ქვეყანას  შორის: თვით ევროკავშირის ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანაში – საბერძნეთში – იგი უდრის 500 ევროს. ზოგიერთ ქვეყანაში 800 ევროა, ხოლო დანიაში, თუ არ ვცდები, 1 800 ევროსაც  კი აღწევს. რატომ? ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ჩვენ გვინდა გავწევრიანდეთ , ბატონობს არა ეტატიზმი და დეჰუმანიზებული სახელმწიფოს პრინციპები, არამედ იქ გაბატონებულია პრინციპი „სახელმწიფო ადამიანისათვის“. მაშ, როგორ შევალთ ჩვენ ევროკავშირში ან ვინ მიგვიღებს მის წევრად, თუკი ასეთი შეუსაბამობაა ძირეულ პრინციპებში?

ახლა გადავხედოთ აქ დასმულ პრობლემებს სისტემური კუთხით. ვისაც სისტემური აზროვნების, ნაწილისა და მთელის მიმართების, მოვლენათა ურთირთგანსაზღვრულობის პრინციპები ესმის, მან კარგად იცის თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სისტემის შიგნით „გაცემა –მიღების“ ბალანსს. „გაცემა–მიღების“  ბალანსის პრინციპი „დანახარჯი–შემოსავლის“ პრინციპის  ანალოგიურია, რაც იმ კანონზომიერებაში საცნაურდება, რასაც ჰომეოსტაზის ანუ წონასწორობის აღდგენის კანონი ჰქვია. თუ ჩვენ ამ პრინციპს საარსებო მინიმუმის სტანდარტს წავუყენებთ, ხოლო თუ კი სახელმწიფო მოსახლეობისადმი უმცირესი სტანდარტის საარსებო მინიმუმს გასცემს, მაშინ ეკონომიკური  თვალსაზრისით  სახელმწიფო მიიღებს დაბალ უკუგებას, რადგან მცირედად გაცემული ფული  ისევ ქვეყანაში იტრიალებს (აბა, სად წავა) და თავის სიმცირის გამო ნამეტს ვერ შექმნის. ეკონომიკური აზროვნების კორიფემ ჯ.რ. კეინსიმ ფსიქოლოგიურ კანონს მიაგნო, რომლის თანახმადაც კეთილდღეობის მატების შემთხვევაში ადამიანებს უჩნდებათ ფინანსური დანაზოგების შექმნის სურვილი და უნარ–ჩვევა, ხოლო კეთილდღეობის დონის დაცემისა და მცირე საარსებო მინიმუმის სიტუაციაში ადამიანები აღარ აგრძელებენ დანაზოგების დაგროვებას, რადგან მათ აღარ სურთ შეინარჩუნონ არსებული ყოფა, რამეთუ შესანარჩუნებელი ადამიანებს აღარაფერი არ რჩებათ. და ხდება საშინელი რამ: ადამიანი იწყებს შეგუებას სიღარიბესთან და, უფრო მეტიც, იგი იწყებს სიღარიბისაგან ე.წ. „მეორადი სარგებლის“ მიღებისკენ სწრაფვას; ეს უკანასკნელი დაკავშირებულია მოსახლეობაში ღარიბთა კიდევ უფრო გაღარიბებასა და ფინანსური მარგინალიზაციის ტემპების ზრდასთან. უფრო მეტიც, თვით საჯარო მოხელეები  და ხელისუფლებასთან დაახლოებული პოლიტიკური ძალები ან ბიზნესმენები თუ ვაი–ბიზნესმენები მოტივირებული ხდებიან, რაც შეიძლება მეტის „მოხაპვა“ მოსწრონ, რადგან მათაც ელოდებათ  აბსურდულად დაბალი და  დამამცირებელი საარსებო მინიმუმის ანუ დაბალი პენსიის ვითარებაში ცხოვრება. სხვა რომ არ იყოს, იგივე საჯარო მოხელეებს კისერზე აზით მშობლები და ბებია–ბაბუები, რომელთაც საარსებო მინიმუმის მეტად დაბალი სტანდარტით უმასპინძლდება ხელისუფლება. ამას უკავშირდება უნდობლობის ზრდა მოსახლეობაში ხელისუფლებისადმი, საკუთარი თავისადმი და ერთმანეთის მისამართით, რაც ჯ. რ. კეინსის მიხედვით გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ამგვარ საზოგადოებებში  და  ქმნის „დიდ დეპრესიას“. მათემატიკოსმა ჯონ ხიკსმა უნდობლობისა და ეკონომიკური დეპრესიის მზარდ ტენდენციას მათემატიკური სახეც კი  მისცა.

მაგრამ რა ბედი ეწევა ხოლმე ხელისუფლებას ასეთი საარსებო მინიმუმის პირობებში?  ჩვენში ეს ყველაფერი კარგად არ მთავრდება არსებული ხელისუფლებისათვის. შევარდნაძეს და სააკაშვილს ზუსტად ამის გამო  დაემხოთ  თავზე  ყველაფერი. არ არის გამორიცხული ეს ახლაც მოხდეს.

საითკენ უნდა წავიდეს ხელისუფლების ძალისხმევა? რა უნდა შეცვალოს მან თავის ეკონომიკურ პოლიტიკაში? მთავარი არის მან შეცვალოს თავისი  ეკონომიკური წარმოდგენები და მიდგომები. მაგალითად, შეიძლება ვიღაცამ ხელისუფლებიდან გვითხრას: როცა აიწევა საქართველოში ეკონომიკური მაჩვენებლებისა და კეთილდღეობის დონე, სწორედ მაშინ ავწევთ კიდეც საარსებო მინიმუმის სტანდარტს. ეს ტრივიალური „მოარული“ აზრია,  ამასთან ერთად იგი არაფრის მომტანია და ვერანაირად ვერ გამოიწვევს საგრძნობ ცვლილებებს. საქმე იმაშია, რომ ეკონომიკური ზეაღსვლის პროცესი გულისხმობს, რომ ადამიანებს უკვე წინასწარ აქვს  ცხოვრების შედარებით მაღალი სტანდარტები. ღარიბი და ფინანსურად მარგინალიზებული ინდივიდები ნაყოფიერ ეკონომიკურ სუბიექტებად ვერ მოგვევლინებიან თუკი მათ ექნებათ შეგრძნება, რომ განწირული არიან დაბალი საარსებო მინიმუმის რეჟიმში იცხოვრონ. ამიტომაც სააზროვნო ვექტორი  180 გრადუსით უნდა შეიცვალოს. კერძოდ, სახელმწიფომ გაბედულად  და საგრძნობლად უნდა გაზარდოს  მოქალაქეთა საარსებო მინიმუმი.  წესით რუსთაველის საქართველოში კარგად  უნდა ესმოდეთ „რასაცა გასცემ შენია...“ პრინციპი. თუ არ გაეცი, ვერ მიიღებ და ისიც კი დაგეკარგება, რაც გაქვს.სახელმწიფომ უნდა გაიღოს არა მხოლოდ საჯარო მოხელეებისთვის, არამედ შედარებით მაღალი საარსებო მინიმუმი გასცეს მოსახლეობაზეც.

მოდით შევაჯამოთ , თუ რა შედეგები მოაქვს ისეთ დაბალ საარსებო მინიმუმის სტანდარტს, რაც ჩვენს ქვეყანაშია:

·         მეტად დაბალი საარსებო მინიმუმის სიტუაცია გააჩენს და აღრმავებს ადამიანებში სიღარიბესთან შეგუების, მისი გათავისების პროცესს;

·         დაბალი საარსებო მინიმუმის პირობები ხელს უწყობს ადამიანთა კიდევ უფრო გაღარიბებასა და ფინანსურ მარგინალიზაციას;

·         ასეთი დაბალი საარსებო მინიმუმის სტანდარტი ხელს უწყობს ადამიანთა დემოტივაციას თვთდასაქმებაზე ზრუნვის ან ბიზნესის წამოწყების თვალსაზრისით. ამიტომაც სააკაშვილის რეჟიმი არა მხოლოდ იმით იყო დანაშაულებრივი, რომ არეკეტებდა არსებულ ბიზნესებს, არამედ იმითაც, რომ ძირშივე სპობდა ბიზნესის წამოწყების მოტივაციას ადამიანებში.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

·         ხელისუფლებამ უნდა განიხილოს და მიიღოს ქრისტიან–დემოკრატების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ათი ათასობით საქართველოს მოქალაქის ხელმოწერით დადასტურებული მოთხოვნა, რომ საარსებო მინიმუმი იყოს 250 ლარი ან მეტი;

·         ხელისუფლებამ  ყოველწლიურად 10%–ით მაინც უნდა გაზარდოს საარსებო მინიმუმი, რათა ადამიანებს ჰქონდეთ კეთილდღეობის დონის ზრდის პერსპექტივის განცდა, რის საფუძველზეც ისინი მიიღებენ იმპულსს დაიწყონ ფინანსური დაზოგვები, გადადგან ელემენტარული  ნაბიჯები თვითდასაქმებისა და მიკრო–ბიზნესისაკენ.

·         ეროვნულმა ბანკმა ხელი შეუწყოს ისეთი პროექტების წამოწყებას, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ფართო ფენებს დაძლიონ ფინანსური გაუნათლებლობა.

·         საგანმანათლებო ორგანიზაციებმა  ხელი შეუწყოს მოზარდი ახალგაზრდობისათვის დანერგოს სოციალური და ფინანსური განათლების პროგრამები, რაც ასწავლის ახალგაზრდებს თუ როგორ არ შეეგუონ და დაძლიონ სიღარიბე, თუ როგორ შეიძლება გააკეთო დანაზოგები და მცირეოდენი დანაზოგით წამოიწყო სოციალური მეწარმეობა, ფინანსური პროექტების აგება, მიკრო ან მცირე ბიზნესი.

·         ხელისუფლებამ დანერგოს სოციალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპები ცხოვრებაში;

·         სტიმულირება უყოს მიკრო– ბიზნესის სფეროს, სადაც მოქმედი კანონმდებლობით დაბეგვრას არ აქვს ადგილი;

·          მოხსნას 1,5– 2 წლის განმავლობაში  ყოველგვარი გადასახადი მცირე ბიზნესში,  კიდევ უფრო იზრუნოს ტარიფების შემცირებაზე;

ისმის კითხვა: საიდან უნდა მოიტანოს ხელისუფლებამ სათანადო თანხები, რათა გაიზარდოს საარსებო მინიმუმი?  ამის სხვადასხვა რესურსები არსებობს. ერთერთი ასეთი რესურსია ის, რომ საარსებო მინიმუმის ოდენობის თანხა მოეჭრას ჩინოვნიკებს მათი ხელფასიდან, პრემიებიდან, მივლინებებიდან, ძვირდაღირებული სახელმწიფო მანქანებიდან და ა.შ., რაც ბიუჯეტში გადანაწილდება საარსებო მინიმუმით  დასაკმაყოფილებელ  ისეთ პირებზე, როგორიცაა პენსიონერები, უნარშეზღუდულები, მარჩენალ დაკარგულები, სოციალურად დაუცველები და სხვა. ეს ფული ხომ ისევ და ისევ ამ ჩინოვნიკების პენსიონერ მშობლებს, უნარშეზღუდულ ან სოციალურად დაუცველ ახლობლებს მოხმარდება? და ბოლოს სად წავა ეს ფული, ხომ ისევ სახელმწიფოში იტრიალებს?

 ბოლო კითხვა: რა აკეთოს ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა? მოსახლეობამ?  პასუხი: მოსახლეობამ აქტიურად დაუჭიროს მხარი იმ პოლიტიკურ პროგრამებს, რომლებიც საარსებო მინიმუმისა  და სხვა საცხოვრებო  სტანდარტების ზრდით ცდილობს ჩვენი ოჯახებისა და მთლიანად სახელმწიფოს კეთილდღეობის ამაღლებას.                                                                      

;

v