1.30.2013

არა გარეგანი გარემოებები, არამედ ამ გარემოებებზე ჩვენი რეაქციები და წარმოდგენები განსაზღვრავს სასიკეთო ცვლილებებს


წარმატების 365 დღე

დღეს თქვენი წარმატებული ცხოვრების მე–5 დღეა. გთავაზობთ  წარმატების მიღწევის 365 დღიან პროგრამას. გაუზიარეთ ეს გზავნილი ყველას. ამით  შეიქმნება სასიკეთო ენერგო–ინფორმაციული ველი. იგი მოგიტანთ სარგებლობას თქვენ და სხვასაც.

მე–5 დღე

წინა (მე–4) საუბარი შეეხო თვითშთაგონების სავარჯიშოებს, მათ როლს წარმატების, კეთილდღეობისა და ბედნიერების ინდექსის ზრდაში. ამჯერად გადავდივართ იმ პრინციპული ცვლილებების გამოწვევაზე, რაც წარმატებას განსაზღვრავს.



არსებობს ცხოვრების კანონი: ერთსადაიმავე ქმედებებს ერთსადაიგივე შედეგებამდე მივყავართ. თუ დღეს იგივენაირად ვმოქმედებთ, როგორც გუშინ, მაშინ ხვალ იგივენაირად ვიცხოვრებთ და იგივე შედეგებს მოვიმკით, რასაც გუშინ ვღებულობდით. ამიტომაც უკვე დღეს ანუ აწმყოში უნდა შევცვალოთ რაიმე, რაც სამომავლოდ მოგვიტანს განახლებასა და წინსვლას. მაგრამ მაინც, რა უნდა შევცვალოთ და როგორ? მოვიტან ასეთ ფორმულას:

გარემოებები ან ხდომილებები + ჩვენი ქმედებები = შედეგები

როგორც ვხედავთ, შედეგები ჯამია გარე პირობების ან ხდომილებებისა და მასზე ჩვენივე რეაქციების ან ქმედებების. რა უნდა შევცვალოთ – გარემოებები და ხდომილებები თუ ჩვენივე რეაქციები ან ქმედებები? ადამიანთა უმეტესობა გარე პირობებსა და ხდომილებებს  ადანაშაულებენ საკუთარ წარუმატებლობაში. ამ დადანაშაულებას ბოლო არ უჩანს (მთავრობა, ინფლაცია, ნაცნობები, მეზობელი, თანამშრომელი, საკვების ხარისხი, ფასების მატება, ბოლოს კი ამინდი, ამერიკის ან რუსეთის მთავრობა და სხვა). ცვლილების ვექტორს ადამიანები უმეტესად სხვებში, საკუთარი თავის გარეთ ხედავენ და არა საკუთარ თავში. მათ სურთ ყველაფერი და ყველა შეიცვალოს, თვითონ კი დარჩნენ უცვლელად და ძველებურად გააგრძელონ იგივენაირად ცხოვრება, მოქმედება და აზროვნება. ეს დიდი ილუზიაა.

ჩვენი კონტროლის მიღმაა ამინდი, მთავრობა, ამერიკა–რუსეთი, ნაცნობები, მეზობელი, თანამშრომელი, უფროსი და საერთოდ სხვები, რადგან მათ კონტროლს ექვემდებარება (და არ ჩვენსას) თუ როგორ იმოქმედებენ. ჩვენი კონტროლის არეალში შედის ჩვენივე წარმოდგენები, აზრები და ქმედებები. ამდენად ჩვენ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ მხოლოდ ჩვენსავე ქმედებებზე, ჩვენსავე წარმოდგენებსა და აზრებზე,  შევცვალოთ ისინი და მოვახდინოთ მათი ტრანსფორმაცია.  ამ აზრით ჩვენი წარმატება თუ წარუმატებლობა, კეთილდღეობა თუ სიღარიბე ჩვენსავე ხელშია. თუკი ცვლილებებს ვიწყებთ საკუთარი თავიდან, ამით უკვე ვღებულობთ ახალ შედეგებს. მაგრამ თუკი  ცვლილებებითა და თვითგანახლებით გავაგრძელებთ საკუთარ ცხოვრებასა და ქმედებებს, ხდება უფრო მეტიც: ნელნელა სამყარო ჩვენსკენ თვითონ დგამს ნაბიჯებს და გარემოპირობები ამ ხდომილებებიც იწყებენ ჩვენდა სასიკეთოთ ცვლილებას. ეს კი ზუსტად იმის წყალობით, რომ ჩვენ უკვე სხვა აზრსა ვდებთ ამ ხდომილებებში და სხვა წარმოდგენები ან რეაქციები გვაქვს ამ გარე მოვლენებზე.

გაიხსენეთ ნეიბოროს ბრძნული გამონათქვამი: „ ღმერთო მომეც მოთმინება შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია, მომეც გაბედულება შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია, ხოლო მომეც სიბრძნე პირველი გავარჩიო მეორისაგან“. მაშ, ასე. თავი ანებეთ სხვათა უსარგებლო დადანაშაულებას, დაიწყეთ ცვლილებები საკუთარი თავიდან, აირჩიეთ წარმატებისკენ სავალი გზა და წარმატება აგირჩევთ თქვენ! იბედნიერეთ!
თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ  მომწეროთ nodarsar@gmail.com

1.11.2013

თვითშთაგონება და ჩვენი ტვინი როგორც ენერგო–ინფორმაციული საცავი



წარმატების 365 დღე

დღეს თქვენი წარმატებული ცხოვრების მე–4 დღეა. გთავაზობთ  წარმატების მიღწევის 365 დღიან პროგრამას.  გაუზიარეთ ეს გზავნილი ყველას. ამით  შეიქმნება სასიკეთო ენერგო–ინფორმაციული ველი. იგი მოგიტანთ სარგებლობას თქვენ და სხვასაც.

მე–4 დღე

ამ ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე გამოგიგზავნეთ სამი დღის რჩევები. გადავიდეთ მეოთხეზე. რახან ჩვენი ყველა სიტყვა და ფრაზა შენახულია ჩვენი ტვინის ენერგო–ინფორმაციულ საცავში და მის მონაცემთა ბაზაში, ჩვენზეა დამოკიდებული თუ რა აზრები დაფიქსირდება ჩვენს არსებაში როგორც ცხოვრების მამოძრავებელი ძალა. თანაც, უნდა ვიცოდეთ აზრთა მატერიალიზაციის კანონი, რომლის თანახმადაც ყველა იდეას აქვს განამდვილების ტენდენცია (ჰეგელი). გთავაზობთ შემდეგი თვითშთაგონების ფორმულებს:
                
ჯანმრთელობა

  • მე ყოველ წუთას კიდევ უფრო ჯანსაღი ვხდები 
  • მე ყოველ საათს კიდევ უფრო ჯანსაღი ვხდები
  • მე ყოველ დღე კიდევ უფრო ჯანსაღი ვხდები 
  • მე ყოველ წელს კიდევ უფრო ჯანსაღი ვხდები
სიმდიდრე
  • მე ყოველ საათს კიდევ უფრო მდიდარი ვხდები 
  • მე ყოველდღე კიდევ უფრო მდიდარი ვხდები
  •  მე ყოველ წელს უფრო და უფრო მდიდარი ვხდები
ბედნიერება
  • მე ყოველ საათს კიდევ უფრო ბედნიერი ვხდები
  • მე ყოველდღე კიდევ უფრო ბედნიერი ვხდები 
  • მე ყოველ წელს უფრო და უფრო ბედნიერი ვხდები.


ამ სახის ფორმულა, შეიძლება მიუყენოთ სიხალისეს, ენერგიულობას, სილამაზეს, გახდომასა და წონაში დაკლებას, გაძლიერებას, გაბედულებას და ა.შ.
რატომ მაინდამაინც აწმყო განგრძობით დროში ჩავსვით თვითშთაგონების ეს ფორმულები და რატომ ჩავრთეთ „კიდევ უფრო“. მარტივი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ თუკი მომავალ დროში ჩავსვამთ ამდაგვარ თვითშთაგონებას, ნერვული სისტემა ღებულობს ბრძანებას, რომ სახვალიოდ განხორციელდეს იგი, ხოლო ხვალის დადგომის დროს ისევ სახვალიოდ გადადებს და ასე უსასრულოდ. ფაქტიურად დაპროგრამირდება სახვალიოდ გადადების ბრძანება. აწმყო დროში ფორმულირება კი ნერვულ სისტემაში ჩადებს კოდს, რომ პროცესი უკვე ახლა მობილიზდება და სრულდება. ეს კი არა და, არანაკლებ უფრო ეფექტურია, რომ თვითშთაგონება იყოს ჩასმული წარსულ დროში, როგორც უკვე ახდენილი („მე კიდევ უფრო ჯანსაღი გავხდი“ და სხვა). აწმყოსა და წარსულ დროში თვითშთაგონების ფორმულირება აპროგრამირებს ჩანაფიქრის გარდაუვალ ახდენას იმით, რომ მთელი არსება (სული და სხეული) განეწყობა და მობილიზდება ახდენისაკენ და არა სახვალიოდ გადადებაზე.

იცოდეთ, თქვენ თუ არ დააპროგრამირებთ საკუთარ თავს სასიკეთოთ, სხვები ან გარემოებები დაგაპროგრამირებენ ოღონდ უკვე იმ მიზნით, რაც მათ ექნებათ ჩაფიქრებული. გააკეთეთ არჩევანი  და გადაწყვიტეთ გახდეთ თქვენივე თავის კაპიტანი ან რესიჟორი. ეს უმჯობეისა!!
და მაინც, რატომ ჩაისვა ამ თვითშთაგონების ფორმულებში „კიდევ უფრო“? გაგიგიათ, „ვისაც აქვს მიეცემის, ვისაც არა აქვს, რაც აქვს ისიც წაერთმევის“? თქვენ სიჯანსაღის პოტენციალი უკვე გაქვთ, საჭიროა კიდევ უფრო გაიჯანსაღოთ თავი. თქვენ ძალზე მწირი ქონებაც რომ გქონდეთ, მაინც რაღაცის მფლობელი ხართ, საჭიროა უფრო მეტი რამ გქონდეთ ანუ უფრო გამდიდრდეთ (ყველაფერი ფარდობითია). ადამიანთა დიდი ნაწილი ისედაც აპროგრამირებს ნეგატივზე საკუთარ თავს, მე გირჩევთ პოზიტივზე დაპროგრამირდეთ და თანაც თქვენივე საკუთარი ძალისხმევითა და თვითშთაგონებით.

თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80.ასევე შეგიძლიათ ჩაეწეროთ ვებ–გვერდზე
www.fdhr.ge  ან მომწეროთ nodarsar@gmail.com

1.08.2013

ბედისწერის სათავე ჩვენსავე აზრებშია



წარმატების 365 დღე

დღეს თქვენი წარმატებული ცხოვრების მე–3 დღეა. გთავაზობთ  წარმატების მიღწევის 365 დღიან პროგრამას.  გაუზიარეთ ეს გზავნილი ყველას. ამით  შეიქმნება სასიკეთო ენერგო–ინფორმაციული ველი. იგი მოგიტანთ სარგებლობას თქვენ და სხვასაც.

მე–3 დღე

ადამიანის ტვინი ზე–სიმძლავრის კომპიუტერია. ყოველ 3 წამში ერთხელ ტვინი ახდენს ფოტოგრაფირებასა და დაფიქსირებას თუ რას ვხედავთ, რა გვესმის, რას შევიგრძნობთ, რას ვეხებით, რა გემოსა და სუნს ვგრძნობთ, რა აზრები გაიელვებს, რა ემოციები გვაქვს, რას შეიგრძნობს ჩვენი ტანი. წუთში ასეთ დაფიქსირებას  20-ჯერ აქვს ადგილი, ხოლო საათში 1200–ჯერ. თქვენ წარმოიდგინეთ წელიწადში ან თქვენი ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერ ექნებოდა  ასეთი დეტალური ინფორმაციის აკრეფას ადგილი.

მთელი ეს ინფორმაცია კი ტვინის მიერ მის უზარმაზარ ენერგო–ინფორმაციულ საცავში შეინახება. ცხადია, რომ სიტუაციათა და მათზე რეაგირების ხატებისა და მოქმედებების უმეტესობა მეორდება და ფიქსირდება. ამის შედეგად ყალიბდება, დ. უზნაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიქსირებულ განწყობათა სისტემა. განწყობა ერთგვარი ნაზავი და მთლიანობაა აზრის, ემოციის, წარმოდგენის, აღქმისა და შეგრძნების. ეს აზრები და განწყობები უზარმაზარ ზეგავლენას ახდენენ ჩვენს სხეულსა და ფიზიოლოგიაზე თვით უჯრედოვან დონეზეც კი. ისინი აპირობებენ ჩვენს ქცევას, ეს ქცევები კი ჩვევების სახით გვევლინებიან, ჩვევები ჩვეულებად და ხასიათის ნიშნებად ყალიბდებიან, ხოლო ჩვენი ხასიათი კი განსაზღვრავს ჩვენს ბედისწერას.  ეს პროცესი მინდა გამოვხატო ლექსით:

          "ჩვენ ვთესავთ აზრებს და ვიმკით ქცევებს,
           ვთესავთ ქცევებს და ვიმკით ჩვევებს,
           ვთესავთ ჩვევებს და ვიმკით ხასიათს,
           ხასიათის დაღი კი ბედისწერას ატყვია".

ჩვენ არ ვართ მხოლოდ გარემოებებისა და სიტუაციის ასლი და პასიური ასახვა. ჩვენ თვითონ ვაკეთებთ არჩევანს, თუ რა აზრი ჩავდოთ ამა იმ გარე მოვლენასა და ხდომილებაში. როგორც ანტიკური სამყაროს  ჩინებული ფილოსოფოსი ეპიქტეტე ამბობდა: „ჩვენ გვაღშფოთებენ არა საგნები, არამედ ჩვენივე წარმოდგენები ამ საგნების შესახებ“. ჩვენს ქცევასა და ხედვებს განსაზღვრავს ის, თუ რა ინტერპრეტაციას ვუყოფთ ამა თუ იმ მოვლენას. ამიტომაც ავირჩიოთ ჯანსაღი აზრები, რათა გვქონდეს ჯანსაღი ცხოვრება. რახან თითოეული სიტყვა, აზრი თუ გამონათქვამი ინახება და უღრმეს ზეგავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე თვით უჯრედოვან დონეზეც კი, თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება იმ ადამიანის ორგანიზმში, ვინაც წარამარა ილანძღება, იგინება და თავის დედასაც კი ჩვეულების მიხედვით დაიგინებს ხოლმე.

გაისუფთავეთ თქვენი აზრები, აირჩიეთ წინსვლასა და წარმატებაზე, სიმშვიდესა და გონივრულობაზე, კეთილგანწყობასა და დადებით ურთიერთობებზე ორიენტირებული აზრები. იცოდეთ, ჯანსაღი აზრები ქმნიან ჯანსაღ ცხოვრებას. ვისთვისაც უმაღლესი ღირებულებებია თავისუფლება, კეთილდღეობა, სიმდიდრე და დოვლათი, სათნოება და თანადგომა, სამართლიანობა და ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა – მომართეთ თქვენი ენობრივი კოდი და დააპროგრამეთ თქვენი ტვინი შესაბამისი აზრებით. დადებითი შედეგის გარანტი თქვენივე ტვინია, როგორც სრულყოფილი და გიგანტური ენერგო–ინფორმაციული სისტემა.

თუ უფრო ღრმად გსურთ ჩაიხედოთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. მომწერ
nodarsar@gmail.com

1.04.2013

წარმატება და 100%-იანი პასუხისმგებლობა


წარმატების 365 დღე

დღეს თქვენი წარმატებული ცხოვრების მე–2 დღეა. გთავაზობთ  წარმატების მიღწევის 365 დღიან პროგრამას.
 თქვენ რეგულარულად  მიიღებთ საგულისხმო ინფორმაციას, რჩევასა და სავარჯიშოს, თუ როგორ მიაღწიოთ  ყველაზე სანუკვარ მიზანს. თუკი  ფეისბუკში სხვებსაც  გაუზიარებთ  ამ გზავნილს, ამით  შეიქმნება სასიკეთო ენერგო–ინფორმაციული ველი, რაც მოგიტანთ სიკეთეს თქვენ და სხვასაც.


მე–2 დღე

“წარმატების 365 დღის”
პროგრამის პირველი დღის მასალებში  მიზნის შემუშავების მნიშვნელობასა და სავარჯიშოზე ვისაუბრეთ. ამჯერად მინდა გაუწყოთ პრინციპი: წარმატების გარდაუვალი მიღწევის წინაპირობაა – თქვენს მიერ დასახული მიზნის მიღწევაზე 100% -იანი პასუხისმგებლობა თქვენსავე თავზე უნდა აიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატების გარდაუვალი მიღწევის რეჟიმში კი არ მოექცევით, არამედ იღბლის მაძიებლის როლში „ჩაჯდებით“, ხოლო იღბალი არაფრით თქვენზე არ არის დამოკიდებული. წარმატების გარდაუვალობასა და იღბლის სათუოობას შორის განსხვავება, თქვენთვის, ვგონებ, ნათელია.

გთხოვთ შემოხაზოთ წრე, მას გარს შემოავლეთ უფრო ფართო მეორე წრე, ხოლო ამ უკანასკნელს შემოავლეთ მესამე კიდევ უფრო ფართო წრე. პირველ ცენტრალურ წრეში ჩაწერეთ ის მიზნები, რომელთა განხორციელებაც თქვენს სრულ კონტროლს ექვემდებარება და შეგიძლიათ მასზე აიღოთ სრული 100%-იანი პასუხისმგებლობა (მაგ.: „დღე და ღამეს გავასწორებ, რათა წარჩინებით დავამთავრო უნივერსიტეტი“). მეორე წრეში ჩასვით ის მიზანი, რომლის განხორციელებაზე ნაწილობრივ გაქვთ კონტროლი და შეგიძლიათ მხოლოდ ნაწილობრივ აიღოთ პასუხისმგებლობა, სხვა მხრივ კი კონტროლი და პასუხისმგებლობა სხვის მხარეზეა (მაგ.: „ხელი შევუწყო ჩემს შვილს წარჩინებით დაამთავროს უნივერსიტეტი და გახდეს კარგი სპეციალისტი“). მესამე წრეში ჩაიწერება ის მიზნები, რომელთა განხორციელებაც მთლიანად სხვათა კონტროლს ქვეშაა და თქვენ ვერავითარი პასუხისმგებლობა ვერ დაგეკისრებათ მის მიღწევაზე (მაგ.: „ხელისუფლებამ შექმნას ისეთი პირობები, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეს კარგი სწავლისა და წარჩინებულ პროფესიონალად ჩამოყალიბების მაღალი მოტივაცია“).


ამ სამი წრის მიზნებიდან მხოლოდ ის იმსახურებს ძალისხმევას, რაც 100%–ით თქვენი კონტროლისა პასუხისმგებლობის ქვეშაა. რაც შეეხება მეორე და მესამე წრის ანუ ნაწილობრივი კონტროლის ან კონტროლის სრული არ ქონის სიტუაციას, აქ გაქვთ არჩევანი: (1) ან გააუქმოთ ეს მიზნები და არ დახარჯოთ ენერგია მათ განხორცილებაზე, (2) ან ხელახლა გადააფორმულიროთ ისინი იმდაგვარად, რომ ტრანსფორმირდნენ 100%–იანი თქვენი კონტროლის ქვეშ მყოფ მიზნებად, რათა სრული პასუხისმგებლობა აიღოთ მთ განხორციელებაზე. მაგალითად, მეორე წრის მიზანი (მაგ.: „ხელი შევუწყო ჩემს შვილს წარჩინებით დაამთავროს უნივერსიტეტი და გახდეს კარგი სპეციალისტი“) გადაფორმულირდეს შემდეგნაირად: „ხელი შევუწყო ჩემს შვილს სწავლაში, დროზე გადავიხადო სწავლის საფასური, შევუქმნა მყუდრო პირობები“. რაც შეეხება შვილის სურვილსა და მონდომებას - „წარჩინებით დაამთავროს უნივერსიტეტი და გახდეს კარგი სპეციალისტი“, ეს უკვე მისი არჩევანი და პასუხისმგებლობაა. დაბეჯითებით არ გირჩევთ ჩამოართვათ მას მისი წილხვედრი არჩევანი, გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა. მესამე წრის მიზანი („ხელისუფლებამ შექმნას ისეთი პირობები, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეს კარგი სწავლისა და წარჩინებულ პროფესიონალად ჩამოყალიბების მაღალი მოტივაცია“) შეიძლება გადაფორმულირდეს, მაგალითად, ასე: „მხარში ამოვუდგე და ჩემი წვლილი შევიტანო ხელისუფლების ისეთ პროექტებში, რომლებიც ელტვიან ჩვენს შვილებს ჰქონდეს კარგი სწავლისა და წარჩინებულ პროფესიონალად ჩამოყალიბების მაღალი მოტივაცია“.
ასეთ გადაფორმულირებას ანუ ე.წ. რეფრეიმინგს დიდი ძალა აქვს. იგი ზრდის ცხოვრების ხარისხისა და  მიზანდასახულობის დონეს

თუ უფრო ღრმად გსურთ ჩაერთოთ წარმატების მიღწევის პროცესში, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და ფინანსური ხელმოკლეობის დაძლევის“  საქველმოქმედო ტრენინგში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12, მობ. 577 76 45 80; e-mail nodarsar@gmail.com