1.08.2013

ბედისწერის სათავე ჩვენსავე აზრებშია



წარმატების 365 დღე

დღეს თქვენი წარმატებული ცხოვრების მე–3 დღეა. გთავაზობთ  წარმატების მიღწევის 365 დღიან პროგრამას.  გაუზიარეთ ეს გზავნილი ყველას. ამით  შეიქმნება სასიკეთო ენერგო–ინფორმაციული ველი. იგი მოგიტანთ სარგებლობას თქვენ და სხვასაც.

მე–3 დღე

ადამიანის ტვინი ზე–სიმძლავრის კომპიუტერია. ყოველ 3 წამში ერთხელ ტვინი ახდენს ფოტოგრაფირებასა და დაფიქსირებას თუ რას ვხედავთ, რა გვესმის, რას შევიგრძნობთ, რას ვეხებით, რა გემოსა და სუნს ვგრძნობთ, რა აზრები გაიელვებს, რა ემოციები გვაქვს, რას შეიგრძნობს ჩვენი ტანი. წუთში ასეთ დაფიქსირებას  20-ჯერ აქვს ადგილი, ხოლო საათში 1200–ჯერ. თქვენ წარმოიდგინეთ წელიწადში ან თქვენი ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერ ექნებოდა  ასეთი დეტალური ინფორმაციის აკრეფას ადგილი.

მთელი ეს ინფორმაცია კი ტვინის მიერ მის უზარმაზარ ენერგო–ინფორმაციულ საცავში შეინახება. ცხადია, რომ სიტუაციათა და მათზე რეაგირების ხატებისა და მოქმედებების უმეტესობა მეორდება და ფიქსირდება. ამის შედეგად ყალიბდება, დ. უზნაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიქსირებულ განწყობათა სისტემა. განწყობა ერთგვარი ნაზავი და მთლიანობაა აზრის, ემოციის, წარმოდგენის, აღქმისა და შეგრძნების. ეს აზრები და განწყობები უზარმაზარ ზეგავლენას ახდენენ ჩვენს სხეულსა და ფიზიოლოგიაზე თვით უჯრედოვან დონეზეც კი. ისინი აპირობებენ ჩვენს ქცევას, ეს ქცევები კი ჩვევების სახით გვევლინებიან, ჩვევები ჩვეულებად და ხასიათის ნიშნებად ყალიბდებიან, ხოლო ჩვენი ხასიათი კი განსაზღვრავს ჩვენს ბედისწერას.  ეს პროცესი მინდა გამოვხატო ლექსით:

          "ჩვენ ვთესავთ აზრებს და ვიმკით ქცევებს,
           ვთესავთ ქცევებს და ვიმკით ჩვევებს,
           ვთესავთ ჩვევებს და ვიმკით ხასიათს,
           ხასიათის დაღი კი ბედისწერას ატყვია".

ჩვენ არ ვართ მხოლოდ გარემოებებისა და სიტუაციის ასლი და პასიური ასახვა. ჩვენ თვითონ ვაკეთებთ არჩევანს, თუ რა აზრი ჩავდოთ ამა იმ გარე მოვლენასა და ხდომილებაში. როგორც ანტიკური სამყაროს  ჩინებული ფილოსოფოსი ეპიქტეტე ამბობდა: „ჩვენ გვაღშფოთებენ არა საგნები, არამედ ჩვენივე წარმოდგენები ამ საგნების შესახებ“. ჩვენს ქცევასა და ხედვებს განსაზღვრავს ის, თუ რა ინტერპრეტაციას ვუყოფთ ამა თუ იმ მოვლენას. ამიტომაც ავირჩიოთ ჯანსაღი აზრები, რათა გვქონდეს ჯანსაღი ცხოვრება. რახან თითოეული სიტყვა, აზრი თუ გამონათქვამი ინახება და უღრმეს ზეგავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე თვით უჯრედოვან დონეზეც კი, თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება იმ ადამიანის ორგანიზმში, ვინაც წარამარა ილანძღება, იგინება და თავის დედასაც კი ჩვეულების მიხედვით დაიგინებს ხოლმე.

გაისუფთავეთ თქვენი აზრები, აირჩიეთ წინსვლასა და წარმატებაზე, სიმშვიდესა და გონივრულობაზე, კეთილგანწყობასა და დადებით ურთიერთობებზე ორიენტირებული აზრები. იცოდეთ, ჯანსაღი აზრები ქმნიან ჯანსაღ ცხოვრებას. ვისთვისაც უმაღლესი ღირებულებებია თავისუფლება, კეთილდღეობა, სიმდიდრე და დოვლათი, სათნოება და თანადგომა, სამართლიანობა და ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა – მომართეთ თქვენი ენობრივი კოდი და დააპროგრამეთ თქვენი ტვინი შესაბამისი აზრებით. დადებითი შედეგის გარანტი თქვენივე ტვინია, როგორც სრულყოფილი და გიგანტური ენერგო–ინფორმაციული სისტემა.

თუ უფრო ღრმად გსურთ ჩაიხედოთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. მომწერ
nodarsar@gmail.com

Комментариев нет :

Отправить комментарий