1.30.2013

არა გარეგანი გარემოებები, არამედ ამ გარემოებებზე ჩვენი რეაქციები და წარმოდგენები განსაზღვრავს სასიკეთო ცვლილებებს


წარმატების 365 დღე

დღეს თქვენი წარმატებული ცხოვრების მე–5 დღეა. გთავაზობთ  წარმატების მიღწევის 365 დღიან პროგრამას. გაუზიარეთ ეს გზავნილი ყველას. ამით  შეიქმნება სასიკეთო ენერგო–ინფორმაციული ველი. იგი მოგიტანთ სარგებლობას თქვენ და სხვასაც.

მე–5 დღე

წინა (მე–4) საუბარი შეეხო თვითშთაგონების სავარჯიშოებს, მათ როლს წარმატების, კეთილდღეობისა და ბედნიერების ინდექსის ზრდაში. ამჯერად გადავდივართ იმ პრინციპული ცვლილებების გამოწვევაზე, რაც წარმატებას განსაზღვრავს.



არსებობს ცხოვრების კანონი: ერთსადაიმავე ქმედებებს ერთსადაიგივე შედეგებამდე მივყავართ. თუ დღეს იგივენაირად ვმოქმედებთ, როგორც გუშინ, მაშინ ხვალ იგივენაირად ვიცხოვრებთ და იგივე შედეგებს მოვიმკით, რასაც გუშინ ვღებულობდით. ამიტომაც უკვე დღეს ანუ აწმყოში უნდა შევცვალოთ რაიმე, რაც სამომავლოდ მოგვიტანს განახლებასა და წინსვლას. მაგრამ მაინც, რა უნდა შევცვალოთ და როგორ? მოვიტან ასეთ ფორმულას:

გარემოებები ან ხდომილებები + ჩვენი ქმედებები = შედეგები

როგორც ვხედავთ, შედეგები ჯამია გარე პირობების ან ხდომილებებისა და მასზე ჩვენივე რეაქციების ან ქმედებების. რა უნდა შევცვალოთ – გარემოებები და ხდომილებები თუ ჩვენივე რეაქციები ან ქმედებები? ადამიანთა უმეტესობა გარე პირობებსა და ხდომილებებს  ადანაშაულებენ საკუთარ წარუმატებლობაში. ამ დადანაშაულებას ბოლო არ უჩანს (მთავრობა, ინფლაცია, ნაცნობები, მეზობელი, თანამშრომელი, საკვების ხარისხი, ფასების მატება, ბოლოს კი ამინდი, ამერიკის ან რუსეთის მთავრობა და სხვა). ცვლილების ვექტორს ადამიანები უმეტესად სხვებში, საკუთარი თავის გარეთ ხედავენ და არა საკუთარ თავში. მათ სურთ ყველაფერი და ყველა შეიცვალოს, თვითონ კი დარჩნენ უცვლელად და ძველებურად გააგრძელონ იგივენაირად ცხოვრება, მოქმედება და აზროვნება. ეს დიდი ილუზიაა.

ჩვენი კონტროლის მიღმაა ამინდი, მთავრობა, ამერიკა–რუსეთი, ნაცნობები, მეზობელი, თანამშრომელი, უფროსი და საერთოდ სხვები, რადგან მათ კონტროლს ექვემდებარება (და არ ჩვენსას) თუ როგორ იმოქმედებენ. ჩვენი კონტროლის არეალში შედის ჩვენივე წარმოდგენები, აზრები და ქმედებები. ამდენად ჩვენ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ მხოლოდ ჩვენსავე ქმედებებზე, ჩვენსავე წარმოდგენებსა და აზრებზე,  შევცვალოთ ისინი და მოვახდინოთ მათი ტრანსფორმაცია.  ამ აზრით ჩვენი წარმატება თუ წარუმატებლობა, კეთილდღეობა თუ სიღარიბე ჩვენსავე ხელშია. თუკი ცვლილებებს ვიწყებთ საკუთარი თავიდან, ამით უკვე ვღებულობთ ახალ შედეგებს. მაგრამ თუკი  ცვლილებებითა და თვითგანახლებით გავაგრძელებთ საკუთარ ცხოვრებასა და ქმედებებს, ხდება უფრო მეტიც: ნელნელა სამყარო ჩვენსკენ თვითონ დგამს ნაბიჯებს და გარემოპირობები ამ ხდომილებებიც იწყებენ ჩვენდა სასიკეთოთ ცვლილებას. ეს კი ზუსტად იმის წყალობით, რომ ჩვენ უკვე სხვა აზრსა ვდებთ ამ ხდომილებებში და სხვა წარმოდგენები ან რეაქციები გვაქვს ამ გარე მოვლენებზე.

გაიხსენეთ ნეიბოროს ბრძნული გამონათქვამი: „ ღმერთო მომეც მოთმინება შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია, მომეც გაბედულება შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია, ხოლო მომეც სიბრძნე პირველი გავარჩიო მეორისაგან“. მაშ, ასე. თავი ანებეთ სხვათა უსარგებლო დადანაშაულებას, დაიწყეთ ცვლილებები საკუთარი თავიდან, აირჩიეთ წარმატებისკენ სავალი გზა და წარმატება აგირჩევთ თქვენ! იბედნიერეთ!
თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ  მომწეროთ nodarsar@gmail.com

Комментариев нет :

Отправить комментарий