2.02.2013

არჩევანი და გადაწყვეტილება – ბედისწერის მართვის სათავეებთან



წარმატების 365 დღე
მე–6 დღე


ჩვენს წარმატებას მიზანდასახულობა და ნებელობითი ქცევა განსაზღვრავს. მაგრამ რა განსაზღვრავს საკუთრივ ჩვენს ნებელობით ქცევას? პასუხი მარტივია: ჩვენი არჩევანი და მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ წარამარა ვაკეთებთ არჩევანს, თვით მაშინაც კი, როცა თითქოსდა ავტომატურად ვმოქმედებთ და არ ჩანს, რომ რაღაცას ვირჩევთ: ჩვენ ამ დროს თუნდაც იმ არჩევანს ვაკეთებთ, რომ არ გავაკეთოთ არჩევანი. ამ დროს სხვა რამ ან სხვა ვინმე აკეთებს ჩვენს ნაცვლად არჩევანს. თუკი ჩვენ ავირჩევთ, რომ ჩვენი ნებითა და არჩევანით არ ვიმოქმედოთ და არ ვმართოთ ჩვენივე ცხოვრება, არჩევანი მაინც ხორციელდება: სხვა იღებს  არჩევანს, რათა მისი ნებით ვიმოქმედოთ და მან მართოს თავის ნებაზე ჩვენი ცხოვრება.


მე ვისურვებდი თქვენ ყოფილიყავით თქვენი თავის ბატონ–პატრონი. გაივარჯიშეთ თქვენი თავი რეგულარული არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის დახვეწაში. დაიწყეთ ძალიან მარტივით. მაგალითად, თქვენ შეამჩნიეთ, რომ ოდნავ მოხრილი ან მობუზული პოზით დადიხართ და ამავე დროს სახეზე მუდმივად გაწერიათ დაძაბულობა ან ჩაფიქრებულობა. აირჩიეთ და გადაწყვიტეთ იაროთ წელგამართულმა და გახსენით სახე და შეჭმუხნული შუბლი  და ნათელი გამოხედვით გაიარეთ. ან კიდევ, გაწუხებთ, რომ მუდმივად გრძნობთ ფინანსურ არასტაბილობას. აირჩიეთ და გადაწყვიტეთ, რომ დაიწყოთ მცირეოდენი თანხების, მაგალითად, ყოველი 1 ლარიანის ყულაბაში დაგროვება, რათა გქონდეთ დანაზოგები, რომელსაც საჭირო მომენტში გამოიყენებთ. ან კიდევ, შემოგეჩვიათ დილით უხასიათობა და დამძიმებულობა. აირჩიეთ და გადაწყვიტეთ, რომ ყოველ დილით გაისეირნოთ რამდენიმე კილომეტრი წელგამართულმა და თქვენს გონებაში ამოატივტივეთ ხოლმე სასიამოვნო მოგონება ან მელოდია. ან კიდევ, აირჩიეთ და გადაწყვიტეთ, რომ ყოველი დღე დააპროგრამოთ სიხარულსა და მადლიერებაზე და ყოველ დილით თქვენს თავს დაუსვით შემდეგი კითხვები: 1) დღეს რა ან ვინ გამახარებს? 2) დღეს ვის და რით გავახარებ? 3) დღეს ვისი მადლიერი ვიქნები? 4) დღეს ვინ იქნება ჩემი მადლიერი? ან კიდევ, გრძნობთ შფოთვასა და აფორიაქებას. აირჩიეთ და გადაწყვიტეთ რეგულარულად ილოცოთ. ან აირჩიეთ და გადაწყვიტეთ ჩაატაროთ მედიტაცია.  შესაძლოა ეს გადაწყვეტილებანი და არჩევანი პატარად მოგეჩვენოთ, მაგრამ არჩევანსა და გადაწყვეტლების მიღებაში გავარჯიშება გაგიყვანთ უფრო პრინციპულ და გრანდიოზულ გადაწყვეტილებამდე, რამაც შესაძლოა თქვენი ცხოვრება სრულიად შეცვალოს.

თქვენი გადაწყვეტილება თესლია, რომელიც ნიადაგში ხვდება და გამოიტანს შედეგს. გადაწყვეტილება თესლია ანუ მიზეზია, რასაც მომავალში მოვიმკით შედეგის სახით. მაგრამ თესლის გარდა ნიადაგის ხარისხიც მნიშვნელოვანია, ხოლო ნიადაგი წინაპირობის სახით გვევლინება. გადაწყვეტილების მიღების დროს ნიადაგად ანუ წინაპიროპად გვესახება ჩვენივე განწყობილება (ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი, სიხარული და პოზიტიური მოლოდინი, რწმენა)  და ემოციური მდგომარეობა. კარგი განწყობილებისა და პოზიტიური ემოციების ფონზე მიღებული გადაწყვეტილებისა და მისი ხალისით შესრულების დროს იზრდება იმის ალბათობა, რომ კარგი გადაწყვეტილებით (თესლით) კარგი შედეგები მოიმკოთ.

ჩვენი არჩევანი და გადაწყვეტილებები ჩვენივე ბედისწერის სათავეა. მართეთ თქვენი არჩევანი და გადაწყვეტილება და ისწავლით ბედისწერის მართვას!

თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.com

Комментариев нет :

Отправить комментарий