2.06.2013

მტკიცე გადაწყვეტილება, დიდი გატაცებითა და რწმენით მოქმედება – მიზნის მიღწევის საწინდარი



წარმატების 365 დღე

გაუზიარეთ ეს გზავნილი ყველას. ამით  შეიქმნება სასიკეთო ენერგო–ინფორმაციული ველი. იგი მოგიტანთ სარგებლობას თქვენც და სხვასაც

მე–7 დღე

მაშ, ასე: არა ჩვენი ცხოვრების პირობები, არამედ ჩვენი გადაწყვეტილებები ქმნიან ჩვენს ბედისწერას. წინასწარ არავის ეგონა, რომ ჩვეულებრივი იურისტი და პაციფისტი მაჰათმა განდი ააყირავებდა ინგლისის უზარმაზარ იმპერიას და მოუტანდა ინდოეთს ნანატრ დამოუკიდებლობას. მაგრამ მაჰათმა განდის გადაწყვეტილება, რომ არა–ძალადობრივი, მშვიდობიანი გზით განეხორციელებინა თავისი კეთილშობილური მიზნები, საფუძვლად დაედო ინდოეთში უზარმაზარ სახალხო მოძრაობას. შეეცადეთ კარგად გააცნობიეროთ თუ რა ძალა აქვს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ხორციელდება უდიდესი რწმენითა და მონდომებით.


თქვენც ხომ შეგიძლიათ მიაღწიოთ საოცრად ძნელად მისაღწევ მიზანს, თუკი მტკიცედ გადაწყვეტთ, რომ მთელი გატაცებით, უზარმაზარი რწმენითა და ძალისხმევით  თქვენ თვითონვე შექმნათ გარდაუვალი განხორციელებისა და სისრულეში მოყვანის წინაპირობები. თქვენ ღვთით ბოძებული განუსაზღვრელი შინაგანი რესურსების მატარებელი ბრძანდებით. ეს რესურსები ამოხეთქავენ და შინაგან ჭიშკარს გაარღვევენ იმ გადაწყვეტილების მიღებითა და განუხრელი გატარებით, რამაც შეგიძლიათ მოგიტანოთ მნიშვნელოვანი ცვლილება ცხოვრებაში. წინსვლისათვის გადადგით 3 ნაბიჯი:

ნაბიჯი
პირველი                                                                                                                                

ჩაფიქრდით და გაეცით  პასუხი კითხვას: რა იყო ის პრინციპული და ძირითადი გადაწყვეტილება თქვენს წარსულში, რამაც დღემდე მოგიყვანათ?

ნაბიჯი მეორე

ჩაფიქრდით და გაეცით  პასუხი კითხვას: რა არის ჩემი ცხოვრების ის სფერო, რაშიც მსურს მკაფიოდ გავზარდო დონე და სასურველი სტანდარტი – საზოგადოებრივი ასპარეზი თუ სწავლა, ახალი უნარ–ჩვევების ათვისება თუ ფინანსური სტაბილობა ან შემოსავლები, კარიერა თუ ცნობადობის ხარისხი, მოგზაურობა თუ სპორტი და ა.შ.? გააკეთეთ არჩევანი და აირჩიეთ თქვენთის სასურველი სტანდარტი ან სამიზნე.

ნაბიჯი მესამე

მიიღეთ გადაწყვეტილება, რათა არჩევანი მოიყვანოთ სისრულეში და მიაღწიოთ სასურველ მდგომარეობას. დაუსვით თქვენს თავს კითხვები და გაეცით მათ პასუხი: რამდენად აუცილებლად და გარდაუვალად მიმაჩნია ამ გადაწყვეტილების აღსრულება? შემიძლია თუ არა მთელი არსებით ჩავება მის შესრულებაში? რა არის ის დიდი სარგებლობა და შენაძენი, რასაც სწორედ ამ გადაწყვეტილების გამოისობით მივაღწევ? რა არის ის დაბრკოლებები და ხელისშემშლელები, რაც გზაში დამხვდება და როგორია მათი დაძლევის გზები? რა იქნებოდა ის დანაკარგი ან ზიანი, რასაც ამ გადაწყვეტილების შედეგად მივიღებდი? რა შეიძლება ვიღონო ამ დანაკარგის საკომპენსაციოდ ან ზიანის თავიდან ასაცილებლად? აქვე მინდა გაუწყოთ, რაც კვლევებით დადგინდა წარმატებულ ადამიანთა ნიშან–თვისებები, რითაც ისინი განსხვავებიან წარუმატებელი ადამინებისაგან. კერძოდ, წარმატებული ადამიანები საკმაოდ სწრაფად ღებულობენ გადაწყვეტილებას, მაგრამ შემდგომში დიდი ხნის განმავლობაში არ ცვლიან და განუხრელად  მიჰყვებიან მას, სანამ არ მიაღწევენ სასურველ მიზანს. თვით მიზნის არ მიღწევის შემთხვევაში კი საკუთრივ მიზანს ხელუხლებლად და უცვლელად სტოვებენ, ოღონდ ცვლიან მიღწევის გზებს, სანამ არ მიაღწევენ სასურველ მიზანს. წარუმატებელი პირები კი იქცევიან სრულიად საპირისპიროდ: ისინი დიდხანს ყოყმანებენ ან გადადებენ გადაწყეტილების მიღებას (ხანდახან სულაც არ გამოაქვთ გადაწყვეტილება), ხოლო როგორც კი წააწყდებიან დაბრკოლებას მიზნის მიღწევის გზაზე, იცვლიან საკუთრივ მიზანს და სხვა ახალ გადაწყვეტილებას ღებულობენ ისევ დიდი ყოყმანის ხარჯზე

მაშ, მტკიცედ დაისახეთ მიზანი, სწრაფად მიიღეთ მტკიცე გადაწყვეტილება, განუხრელად გაჰყევით მას, დაუძლეველი დაბრკოლების დროს უცვლელი დატოვეთ საკუთრივ მიზანი, მაგრამ სამაგიეროდ შეცვალეთ მისი მიღწევის საშუალებები და გზები. ამ შემთხვევაში წარმატება მოგძებნით სწორედ თქვენ!
თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.com

Комментариев нет :

Отправить комментарий