2.15.2013

არ არსებობს წარუმატებლობა, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი ცვლილებებისათვის




წარმატების 365 დღე

თქვენი წარმატების მე–9  დღე

                                                                                                             
ნეირო–ლინგვისტური პროგრამირება, რომელიც ითვლება წარმატების მიღწევის ყველაზე წინწასულ ფსიქოტექნოლოგიად, ერთერთ მნიშვნელოვან პრინციპად თვლის, რომ ყველა შეცდომა და წარუმატებლობა მნიშვნელოვანი და მეტად სასარგებლო გაკვეთილია, რომელიც გვაძლევს  უკუკავშირს თუ რა ცვლილება უნდა მოვახდინოთ, რათა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ. სწორედ, შეცდომებსა და წარუმატებლობებს უნდა ვუმადლოდეთ პროგრესსა და წინსვლას. ეს პრინციპი ასე ფორმულირდება: არ არსებობს წარუმატებლობა, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი.




თუ თქვენ სპორტსმენი ხართ და გაქვთ ჩავარდნა, გეძლევათ შანსი აქედან მიიღოთ მნიშვნელოვანი გაკვეთილი და სიგნალი, თუ რა უნდა შეცვალოთ თქვენს წვრთნაში ან დღის რეჟიმში ან ამბიციაში ან რაიმე სხვა მოქმედებაში. თუ თქვენ ბიზნესმენი ხართ და რომელიმე თქვენი ბიზნეს პროექტმა მოგცათ დიდი ფინანსური წაგება და იზარალეთ, თქვენ უკვე ახლა გეძლევათ შესაძლებლობა, შეიმუშავოთ ახალი ხედვები ბაზრის, კონკურენტების ან თქვენი სამეწარმეო გუნდის  შესახებ, რაც როგორც ცვლილება რებრედინგის პროცესში ჩაგრთავთ და წარმატების ახალ დონეზე გახვალთ. ამას კი აქამდე არათუ ვერ განახორციელებდით, შესაძლოა არც კი დაგეწყოთ (შესაძლოა, ვერც კი დაგენახათ ასეთი ცვლილების საჭიროება). თუ თქვენ ჩვეულებრივი დიასახლისი ბრძანდებით და გსურთ ყოველთვის ასიამოვნოთ თქვენს სტუმრებს ახალი და გემრიელი კერძის დაგემოვნებით, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს რომელიღაც კერძი „ჩაგივარდათ“, ამით თქვენ სტიმული შეიძლება მიიღოთ, რათა უკეთ გაერკვეთ ამ კერძის საუკეთესო დამზადებაში.

წარმატება არის სწორი მსჯელობისა და მოქმედების შედეგი, სწორი მსჯელობა და მოქმედება მოდის გამოცდილებიდან, ხოლო გამოცდილება ხშირად ეფუძვნება წარსულ შეცდომებსა და წარუმატებლობებს. როგორც კი შეცდომის ან წარუმატებლობის წინაშე დადგებით, შეხედეთ მას როგორც გამოწვევას და დასვით შემდეგი კითხვები: ეს რა გამოწვევაა? რა ახალ ინფორმაციას ვღებულობ ამით? რა ცვლილება უნდა შევიტანიო ჩენს ხედვებსა და ქმედებებში, რომ უკეთეს შედეგებზე გავიდე?

თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.com

Комментариев нет :

Отправить комментарий