6.17.2014

დაძლიეთ ემოციური დისკომფორტი

წარმატების 365 დღე
45–ე დღე
ვის არ აწუხებს ემოციური დისკომფორტი? განა შეიძლება წარმოვიდგინოთ ჩვენი ცხოვრება მის გარეშე? მოწყენილობა, მოუთმენლობა, სირთულეებისა და შემაფერხებელი სიტუაციების გამო ღელვა და ნერვიულობა,  სტრესული დაძაბულობა ანუ დისტრესი, უამრავ დაუმთავრებელ საქმეთა შემოსევა, დროის დეფიციტის განცდა – აი, ემოციური დისკომფორტის არასრული ჩამონათვალი. შემაწუხებელია? ძალიან! ხშირად აქვს მას ადგილი ჩვენს ცხოვრებაში? ალბათ, ბევრი ჩვენთაგანის ცხოვრება სავსეა ასეთი შემთხვევებით, მაგარამ ისეთებიც გამოერევიან, ვისაც ემოციური ცხოვრება ფრიად დალაგებული და აწყობილი აქვს. მე მინდა გახსოვდეთ: ნებისმიერი ნეგატიური ემოცია გადმოვგცემს იმ შეტყობინებას ანუ ე.წ. მესიჯს, რომ იგი თავის თავში ატარებს გარკვეული სახის მოქმედების ბიძგსა და იმპულსს. კერძოდ, ემოციური დისკომფორტის შეტყობინებაა, რომ თქვენს მიერ მოცემული სიტუაციის აღქმაა დაულაგებელი, შეუსაბამო და არაკომფორტული,  ან თქვენივე მოქმედებები არა არიან გამოსადეგნი, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოთ. ამიტომაც ეს ემოცია შეიავს იმპულსს ან დაალაგოთ მოცემული სიტუაცია და მისი აღქმა ან თქვენი მოქმედებები მოიყვანოთ შესაბამისობაში დასახული მიზნის მიღწევასთან. რა უნდა გააკეთოთ ემოციური დისკომფორტი, გადალის, მოწყენილობის,  მსუბუქი წყენის, მოუთმენლობის, დისტრესის, დროის დეფიციტის ან სირთულეების  დროს?
1.      მოიმარჯვეთ ყველა ის ხერხი, რაც წინა სავარჯიშოებში აღვწერეთ ემოციათა მართვის სფეროში. კერძოდ, მაგალითად, დაიკავეთ ის სხეულებრივი პოზა და შეიქმენით ის გამომეტყველება, რაც შეეფერება ემოციურად დადებით მდგომარეობას. თქვენი  წარმოდგენით ყურადღების ფოკუსში მოაქციეთ თქვენი მოგონებებებიდან ისეთი მომენტი, როცა მხნედ, ხალისიანად და კარგად გრძნობდით თავს; ან კიდევ თქვენს თავს დაუსვით გამაძლიერებელი კითხვა: „რა დადებითი ფუნქცია აქვს ამ ნეგატიურ ემოციურ დისკომფორტს? რას მასწავლის იგი როგორც ახალს? რის შეცვლას მკარნახობს იგი? ეს ხომ გამოწვევაა, მაგრამ მაინც რისი გამოწვევაა იგი?“
2.      ზუსტად განსაზღვრეთ, რა გსურთ; რას გინდათ რომ გრძნობდეთ?
3.      დაიწყეთ თქვენი მოქმედებების გაუმჯობესება და სრულყოფა. ნელნელა დაიწყეთ ისეთ ახალი მიდგომებისა და ქმედებების გატარება, რაც შეგაცვლევინებთ სიტუაციისადმი დამოკიდებულებას, მოგაწესრიგებინებთ შეუსაბამობას ან მოგცემთ საშუალებას თქვენი დასახული მიზნის მისაღწევად უფრო შედეგიანი ქმედებები განახორციელოთ. არ არის აუცილებელი თქვენი ახალი ქმედებები იყოს რადიკალურად განსხვავებული და თვისობრივად სრულიად ახალი. მცირე ცვლილებებსაც კი მოაქვთ ახალი შედეგები თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მთავარია ჩაერთოთ თუნდაც მცირე, მაგრამ სახალისო ცვლილებების ნაკადში. ემოციური დისკომფორტის დროს უმოქმედობას სჯობია ნებისმიერი სახის ქმედებები, რომელიც აქტივობათა ნაკადის სახით გაიშლება და არა ერთჯერადი ან ძალზე ხანმოკლე მოქმედებების სახით მოგვევლინება. აქტივობათა ნაკადი სჯობს ერთჯერად ქმედებებს. თუკი მართლაც ასეთ ახალ აქტივობათა ნაკადში ჩაერთვებით, დიდი შანსია, რომ არათუ ეს მომენტალური ემოციური დისკომფორტი შეამციროთ, არამედ  თავი დაიზღვიოთ, რათა  ემოციური დისკომფორტი არ  გადაიზარდოს შიშიანობასა და შფოთვიანობაში.
        


Комментариев нет :

Отправить комментарий