6.04.2014

დაძლიეთ საქმის გადადება და დღე–მეხვალიობა



წარმატების 365 დღე

39–ე დღე

რაოდენ ხშირად ყოფილა, რომ სახვალიოდ გადადევით დღეს გასაკეთებელი საქმე, ხოლო ხვალის მოსვლისას ისევ სახვალიოდ გადაიტანეთ? რამდენჯერაც არ უნდა მომხდარიყო  ეს ამბავი, მისი მიზეზი საერთოა: იგი სათავეს იღებს უსიამოვნებისა და ტკივილის აცილების სურვილიდან, რადგან ადამიანებს ხშირად სჩვევია, რომ ძალისხმევა უსიამოვნებასა და ტკივილთან ასოცირდება. მაგრამ თუკი თქვენ ახლა გადადებთ რაიმე ჩანაფიქრის განხორციელებას, ამით განა რაიმე შეგიმსუბუქდებათ; პირიქით, გადადებული საქმეები ახალ კუდებს მოიბამს და ახალ უსიამოვნობასა და ტკივილთან მიგიყვანთ. არ გჯერათ? ეს უკვე თქვენი პრობლემაა და ვისურვებდი აკრიფოთ ინფორმაცია, თუ რა ემართება ადამიანებს და მათ პრობლემებს დღე–მეხვალიობის გამო. შეეცადეთ გადაწყვიტოთ: რა გირჩევნიათ, (1) ახლა აიცილოთ ძალისხმევიდან მომდინარე უსიამოვნება და მომენტალური სიამოვნება მიიღოთ გადადებითა და  სიტუაციის გაადვილებით, მაგრამ სამაგიეროდ პრობლემები და უსიამოვნებანი დააგროვოთ, თუ (2) არ გადადოთ გასაკეთებელი საქმე, ახლა გაიჭირვოთ, სამაგიეროდ მომავალში გაიხაროთ იმით, რომ უსიამოვნებანი ჩამოგცილდებათ და სასიხარულო საქმეებისაკენ გზები გაგეხსნებათ? კიდევ უფრო რომ გაერკვეთ, თუ რა არჩევანი გააკეთოთ, დაუსვით თქვენს თავს შემდეგი 4 კითხვა:

1)      რატომ გადავდევი წარსულში, ამა და ამ დროს ესა და ეს საქმე? რა უსიამოვნების ან ტკივილის აცილება მინდოდა ამ გადადების მეოხებით?

2)      წარსულში რა სიამოვნება მივიღე ამ ნეგატიური დღე–მეხვალიობის ჩვევიდან?

3)      ახლა რომ იგივე სუტუაციაში ჩავვარდე,  რა საზღაურის გაღება მომიწევს და რა ფასის გადახდა მომიხდება, თუკი არაფერი შევცვალე და გადაუდებლად არ ვიმოქმედე?

4)      ახლა რომ იგივე სიტუაციაში ჩავვარდე, რა სიამოვნებას მივიღებ, თუკი ახლავე და გადაუდებლად დავიწყებ შესაბამის მოქმედებას?

იმოქმედეთ დაუყონებლივ და გადაუდებლად, რათა შეამციროთ უსიამოვნებანი და გაზარდოთ სიამოვნება და სიხარული.

 

Комментариев нет :

Отправить комментарий