6.17.2014

მართეთ უსიამოვნო მოგონებანი და შეიქმენით დადებითი გუნებ–განწყობა

წარმატების 365 დღე
42–დღე
სამი რამ უდევს საფუძვლად ნეგატიურ გუნებ–განწყობას:
·         უსიამოვნო მოგონებები
·         კატასტროფის მოლოდინი
·         უსიამოვნო შინაგანი ხმა
სადღეისოდ შევჩერდეთ მხოლოდ უსიამოვნო მოგონებებზე, რომლებისც თვითონ მოგეძალიენებათ და  ამძიმებს თქვენს გუნებ–განწყობას. მოდით ვისწავლოთ უსიამოვნო მოგონებების გაწმენდა და მათი გაპოზიტივება.
1.წარმოიდგინეთ თქვენი ერთი უსიამოვნო მოგონება, რაც ხშირად არ გაძლევთ მოსვენებას და ამძიმებს თქვენს ცხოვრებას. წარმოდგენაში დახატეთ სიტუაცია , რაც მაშინ მოხდა თქვენს ცხოვრებაში და რამაც უარყოფითი კვალი და მოგონება დატოვა თქვენში. ამავე დროს დახატეთ თქვენი თავი იმ სიტუაციაში, რას გრძნობდით მაშინ და მას შემდეგ და რა შედეგები მოჰყვა მას.
2.გამოკვეთეთ: ამ წარმოსახული უსიამოვნო მოგონების სურათი დიდ ფორმატისა და მცირე? თეთრ–შავი ფერებია თუ ფერადი? თქვენ როგორ გამოიყურებით ამ სიტუაციაში? სურათი ძალიან ახლოსაა თქვენთან და თითქოს ზედ სახეზე გებჯინებათ თუ  მოშორებითაა განთავსებული?  მკაფიოა წარმოდგენის ხატი თუ ბუნდოვანი? რა გრძნობები გაქვთ, რა ისმის ირგვლივ?
3. ახლა თითქოსდა ამოხტით ამ სურათიდან და გვერდიდან უყურებთ მას: შეეცადეთ გარეგანი მაყურებლის თვალით შეხედოთ თქვენს წარმოსახულ სურათს და თქვენს თავს მაშინდელ სიტუაციაში.
4. დაიწყეთ ამ წარმოდგენის სურათის მართვა გარეგანი დამკვირვებლის პოზიციიდან: კერძოდ, შეამცირეთ წარმოდგენის სურათის ფორმატი და გახადეთ იგი ძალიან პატარა, შეამცირეთ სურათის მკაფიოობის ხარისხი და გახადეთ ძალზე ფერმკრთალი, მოაშორეთ იგი თქვენგან და თითქოს დაიწყო სურათმა მოძრაობა,  უფრო და უფრო შორს მიდის, მცირდება და ბოლოს უსასრულობაში იკარგება კიდეც.
5. გამოიძახეთ თქვენი მეხსიერების „სკივრიდან“ რომელიმე დადებითი მოგონება, გახადეთ იგი მკაფიო და დიდი ზომის, მოიყვანეთ სახესთან ახლოს თითქოსდა ცხირწინ გიდგათ, დააფარეთ მას სასიამოვნო მელოდია და წარმოიდგინეთ თითქოს ჩახტით ამ სურათში.შეიგრძენით ის გრძნობები, რაც ამ დადებით მოგონებას ახლავს თან.
ეს სავარჯიშო ემოციათა მართვისა და გუნებ–განწყობის წრთობას ემსახურება, რაც ყველა ჭეშმარიტად წარმატებული საქმიანობის წინაპირობაა. მართეთ თქვენი წარმოდგენები  და ამით მართავთ თქვენს გუნებ–განწყობას, რათა აიმაღლოთ ემოციური კეთილდღეობის დონე!



Комментариев нет :

Отправить комментарий