2.02.2014

ფინანსური წარმატება და ფულისადმი დადებითი დამოკიდებულება

წარმატების 365 დღე
მე–11 დღე
ფულს აქვს თავისი ფსიქოლოგიური საიდუმლოებები. ფულის არ ქონაში კი  არ არის პრობლემა, არამედ მისი არქონა თვითონ არის იმის სიმპტომი, თუ რა ხდება ჩვენს შინაგან სამყაროში. როგორც ყველაფერი, ისე ფინანსური წარმატებაც ჩვენი ტვინის ნაყოფია. ფულის კეთებისათვის 4 ნაბიჯია გადასადგმელი:
·         პირველ რიგში, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ – გსურთ თუ არა გქონდეთ ფინანსური წარმატება.
·          მეორე, თქვენ თვითონ უნდა ირწმუნოთ (თქვენს მაგივრად სხვა ვერ ირწმუნებს), რომ შეძლებთ მის მიღწევას და რომ ამას კიდევაც იმსახურებთ. 
·         მესამე, თქვენი ფიქრის ფოკუსში ფინანსური წარმატება უნდა მოექცეს და იმის ვიზუალიზაციაც კი უნდა მოახდინოთ, რომ თითქოსდა უკვე გაქვთ კიდევაც ის ფულადი ოდენობა, რასაც ელტვით რომ მიიღოთ.
·         და მეოთხეც, თქვენ უნდა იყოთ მზად გაიღოთ ის საზღაური და ხარკი, რასაც დიდი ფინანსური წარმატება მოითხოვს თქვენგან (დისციპლინა, თავგამოდებული შრომა, უძილო ღამეები, ზოგიერთი სასიამოვნო და ჩვეული რაიმის დათმობა,  ახალ ურთიერთობებზე გადასვლა ძველზე დარჩენის სანაცვლოდ და სხვა).
 ადამიანთა გარკვეული ნაწილი სიმდიდრის დაგროვების ზემოთაღნიშნულიდან თვით პირველ ნაბიჯსაც კი ვერ დგამს. მეტწილად მათ ზღუდავთ ის რწმენები და საბაზო დაშვებები, რაც  ჩამოუყალიბდათ ფულის შესახებ და აგრეთვე იმაზე, თუ რატომ არ იმსახურებენ მატერიალურ კეთილდღეობას.
დაადგინეთ თქვენი შემზღუდავი რწმენები და განთავისუფლდით მათგან!
ჩვენ გვაქვს რწმენათა ორი დიდი კატეგორია: 1) ნეგატიური და აქტივობის შემზღუდავი (ამკრძალავი)  და  2) პოზიტიური და მასტიმულირებელი რწმენები. პირველ რიგში საჭიროა გავაცნობიეროთ ჩვენში ჩაბუდებული შემზღუდავი რწმენები და საბაზო დაშვებები, რომლებიც სტერეოტიპული მსჯელობების სახითაც კი გვევლინებიან:               -ფული ხელის ჭუჭყია;                                                                                                                         -ფული ქუჩაში არ ჰყრია ;                                                                                                                      -ფული უნდა გქონდეს, რომ აკეთო ფული;                                                                                     -ფული ბოროტების სათავეა;                                                                                                              -ფულიანი ხალხი ამორალურები და გაბოროტებულები არიან;                                                 -ფულიანები ეგოისტები არიან;                                                                                                           -ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი ;                                                                                                  -ფულიანი ხალხი მხოლოდ ფულზე ფიქრობენ….
და  კიდევ ბევრი სხვა, არც მე ამწუთას არ მახსენდება.                                                                 ამ ტიპის მსჯელობები ბავშვობიდან ყალიბდებიან ჩვენში და განსაზღვრავენ ფულისადმი დამოკიდებულებას. თავის მხრივ კი ფული ერთგვარად ადამიანს ჰგავს:
1)მას ისევე, როგორც ადამიანს , ამოძრავებს ერთობის გრძნობა: ფული ისწრაფვის იქეთ, სადაც ბევრი ფულია („ვისაც აქვს, მიეცემის...“);                                                                             2)  ისევე როგორც ადამიანს, ფულსაც უყვარს დაცულობა (სეიფი, ყულაბა...);                         3) ისევე როგორც ადამიანს, ფულსაც უყვარს, როცა უვლიან, ყურადღებით ეპყრობიან და პატივს სცემენ ( იმისაგან გარბის, ვინც უდიერად და უყურადღებოდ ექცევა, ფლანგავს, არ ითვლის და არ ითვალისწინებს მას, არარაობად თვლის...);                                                   4) როგორც ადამიანს ახასიათებს რაციონალურობის შემთხვევაში სტაბილობა და მდგრადობა, ხოლო ირაციონალურობის შემთხვევაში არასტაბილურობა და მდგრადობის შერყევა, ფულიც ასევე რაციონალური ხარჯვის შემთხვევაში ფინანსურ სტაბილობას უზრუნველჰყოფს, ხოლო ირაციონალური და გრძნობას აყოლილი ხარჯვის შემთხვევაში ფინანსური ხათაბალისა და არამდგრადობის ჭაობს ქმნის.  
ამჯერად, დავიწყოთ წეღან ზემოთხსენებული შემზღუდავი სტერეოტიპული რწმენების განეიტრალება იმით, რომ თითოეულ მათგანში ეჭვის შეტანის გარდა მივუწეროთ ალტერნატიული საპირისპირო დებულება:
-ფული ხელის ჭუჭყია  – ფული ჭუჭყი კი არა, არამედ იმის საშუალებაა, რომ იყიდო კარგი ჰიგიენური საშუალებები და არა მარტო ხელის, არამედ ყველაფრის ჩამორეცხვა შესძლო;                                                          
-ფული ქუჩაში არ ჰყრია  – ფული მართალია არ ყრია, მაგრამ ქუჩაში ბევრი ფულია თუნდაც იმიტომ, რომ იქ ბევრი მაღაზიაა, ბევრი თუ მცირე ფულის მქონე უამრავი გამვლელია და ა.შ. ზოგადად კი ფული თავსაყრელია ცხოვრებაში, იგი ყველგანაა;             -ფული უნდა გქონდეს, რომ აკეთო ფული – არ გინახავთ ადამიანები, რომელთაც ფულის კეთება ნულიდან დაიწყეს? მე მინახავს და ვიცნობ კიდეც. თქვენც იცნობთ, მაგრამ შესაძლოა ამ წუთას ვერ იხსენებთ;                                                                                                   -ფული ბოროტების სათავეა  – უფულო და გაბოროტებული პირები არ გინახავთ? მიმოიხედეთ და იპოვით. ფულიანი და კეთილმქმედი ადამიანების შესახებ არაფერი გაგიგიათ? ე.ი. ბევრი რამ არ გცოდნიათ;                                                                                           -ფულიანი ხალხი ამორალურები და ბოროტები არიან – არ გინახავთ უზნეო ბოგანო?ფულიანი ფილანტროპი და მაღალი ზნეობის მქონე ადამიანების შესახებ გსმენიათ? ისინი ძალიან ბევრი არიან;                                                                                                                 -ფულიანები ეგოისტები არიან  –   ვინ გითხრათ? განა ცოტაა ხელგაშლილი მდიდარი! ადამიანები, რომლებიც ადამიანებზე ზრუნავენ?                                                                                                                                                                                                                                        ----ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი   – მართალია, მაგრამ ფულს სულაც არა აქვს პრეტენზია ისეთი რამ იყიდოს, რაც გაყიდვას არ ექვემდებარება;                                            ფულიანი ხალხი მხოლოდ ფულზე ფიქრობენ – არ გინახავთ უფულოები, სულ ფულის ქონაზე რომ არიან ჩაციკლულები?   ან არ გინახავთ მართლაც ფულიანები, რომლებიც დღენიადაგ ქვეყნის მოწყობაზე, ადამიანების  დახმარებაზე და სამყაროს სასიკეთოთ შეცვლაზე რომ ფიქრობენ?
ახლა კი სცადეთ მოკლე ფორმულის სახით ჩამოაყალიბოთ ეს ალტერნატიული ვარიანტები. მაგალითად,   ”ფული ბოროტების სათავეა“–ს მიუწერეთ „ფული კეთილი საქმეების კეთების საშუალებაა“. ამგვარად, ეს  „ფული კეთილი საქმეების კეთების საშუალებაა“ არის ნამდვილი ალტერნატივა, რაც ააყირავებს თქვენს შემზღუდავ საბაზო დაშვებას ანუ რწმენას. იმისთვის, რომ იგი ჩამოყალიბდეს ახალ რწმენად და დაიკავოს ძველი საბაზო დაშვების ადგილი თქვენს არსებაში, საჭიროა დაწეროთ ცალკე ფურცელზე იგი, გააკრათ თქვენს მაგიდასთან, 30 დღის განმავლობაში დღეში მრავალჯერ  გაიმეოროთ ეს ალტერნატიული ფრაზა, წარმოთქვით იგი ხმამაღლა და თქვენს შიგნითაც, ამავე დროს ეს წარმოთქმა გახდეს უფრო და უფრო მტკიცებითი, უფრო ემოციური დაჯერებულობით გაიმეორეთ იგი. ამ დროს თავის ტვინის ნეირონების დენტრიტებთან  მრავალჯერადი განმეორებების გამოისობით გროვდება მიკროსოპიულად ძალიან მცირე ქსოვილები, რომლებიც ამ რწმენის ინსტალირებას ახდენენ თქვენი ტვინის სტრუქტურებში; ეს კი, თავის მხრივ ტვინს აპროგრამირებს სამოქმედოდ, რათა უზრუნველჰყოს ფინანსური წარმატების ნაბიჯების გადადგმა. ეს არ არის ზღაპრები: ეს ნეირო–მეცნიერების კვლევებით დადასტურებული ფაქტებია. წარმატების შესახებ ნეირო–მეცნიერების ემპირიულ მონაცემთა გასაცნობად მიმართეთ ვებ–საიტს  www.scienceforsuccess.com
ასე, რომ შევაჯამოთ სამ ნაბიჯიანი პროცედურის სახით:
1)დააფიქსირეთ და გამოჰკვეთეთ თქვენი შემზღუდავი რწმენები ფულისა და მისი შოვნის, მატერიალური კეთილდღეობის ამაღლების შესახებ;
2) შეიმუშავეთ ალტერნატიული მოსაზრებები და ჩამოაყალიბეთ ალტერნატიული ფორმულა, რაც ააყირავებს თქვენს  შემზღუდავ საბაზო დაშვებას;
3) მთელი ერთი თვის განმავლობაში დღეში რამდენიმეჯერ დაბეჯითებით და ემოციურად დამაჯერებლად გაიმეორეთ, შინაგნად და ხმამაღლა წარმოთქვით ეს ალტერნატიული ფორმულა, დაწერეთ იგი ფურცელზე და გქონდეთ გამოსაჩენ ადგილას.
ფინანსური წინსვლის შემდგომ ნაბიჯებზე მე–12 დღის მასალებში იქნება საუბარი.
თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.com



                                                                                                                 

Комментариев нет :

Отправить комментарий