2.02.2014

მიიღეთ რეალური გადაწყვეტილება, რომ მიაღწევთ რეალურ ფინანსურ წარმატებას!

წარმატების 365 დღე
მე–13 დღე
წინა დღეებში ვისაუბრეთ, თუ როგორ მოიხსნათ შემზღუდავი რწმენები, რომლებიც გბორკავენ ფინანსური თვალსაზრისით. ამას გარდა, ვისაუბრეთ პოზიტიური აფირმაციების როლზე, რათა აიმაღლოთ შინაგან ძალებში რწმენა ფინანსური წინსვლის სფეროში, „დაქოქოთ“ საკუთარი არსება კეთილდღეობის დონის ზრდაში. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ თქვენ გმართებთ მიიღოთ რეალური გადაწყვეტილება  რეალური ფინანსური წარმატების მისაღწევად. ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რომ ჰქონდეს ბევრი ფული, კარგად ცხოვრობდეს, ყველა მათი სურვილები იყოს დაკმაყოფილებული, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა მაინც სიღარიბის ჭაობში ცხოვრობს.  რატომ? ცხადია, რომ მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ არის დამოკიდებული სიღარიბე გარემო ფაქტორებზე და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ მაინც დავფიქრებულვარ იმაზეც, რომ ერთსა და იმავე პირობებში მცხოვრებთაგან ერთნი აკეთებენ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გარღვევას და მშვენივრად ცხოვრობენ, მეორენი კი ან გაკოტრდნენ და სიღარიბეს შეაფარეს თავი ან კიდევ ისედაც ღარიბნი იყვნენ და ძველებურად ღარიბადვე აგრძელებენ ცხოვრებას. რატომ? ჩემი აზრით, სიღარიბეც და სიმდიდრეც საკუთრივ ადამიანის არჩევანია და მისი გაწყვეტილებების ნაყოფია. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა არა ჩვენი ახლანდელი სურვილების, არამედ ჩვენი გუშინდელი, გუშინწინდელი და მრავალი წლის წინ მიღებული გადაწყვვეტილებების შედეგია. სამაგიეროდ, ჩვენი დღევანდელი არჩევანი და გადაწყვეტილებები გამოვლენ ჩვენი მომავლის მიზეზების როლში. ამიტომაც უკვე დღეს შეგიძლიათ მიიღოთ რეალური გადაწყვეტილება რეალურად დაადგეთ ფინანსური წინსვლის გზას.  უკვე ახლა შეგიძლიათ გადადგათ ამ  ახალი გადაწყვეტილების შესაბამისი ნაბიჯი და , დაე, ეს იყოს თქვენი დღევანდელი წვლილი ახლებურად აზროვნება–მოქმედების სფეროში. ეს პირველი ნაბიჯია – შეადგინეთ თქვენი ფინანსური მიზნების ნუსხა შემდეგი სქემით:
მე მექნება   (ამდენი და ამდენი)___­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­____$ ამა და ამ ___წელს (მიუთითეთ წელი)
მე გამოვიმუშავებ სულ ცოტა  (ამდენსა და ამდენ)___­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­____$–ს მომავალი წლისთვის
 მე დავზოგავ და ინვესტირებისთვის გადავინახავ ყოველთვიურად (ამდენსა და ამდენ)___­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­____$–ს (მიუთითეთ რამდენ $–ს)
ახალი ფინანსური ჩვევა, რასაც შევიმუშავებ უახლოეს მომავალში არის _______________.(მიუთითეთ, თუ რა ჩვევაა)
იმისათვის რომ ვალებისგან თავისუფალი ვიყო, მე  ______( ამას და ამას გავაკეთებ) (მიუთითეთ რას გააკეთებთ)
რა ღირს თქვენი კარგი ცხოვრება?
თქვენი მეორე ნაბიჯი შეიძლება იყოს შემდეგი:
·         წარმოისახეთ თქვენი კეთილდღეობის მაღალი დონისა და კარგი ცხოვრების სურათები ორ ვარიანტად: ა) ვთქვათ, ორი ან სამი წლის შემდეგ და ბ) პენსიაზე გასვლის შემდეგ. თუ თქვენ ძალზე ახალგაზრდა ხართ, ნუ გაიკვირვებთ, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ კეთილდღეობის სურათებზე გესაუბრებით. ჯერ ერთი, წლები სწრაფად გარბის და სიბერე ისე მალე მოდის, რომ თვალის დახამხამებას ვერ ასწრებს ადამიანი. მეორეც, როცა უკვე ახლა ფიქრობ ხანდაზმულობის პერიოდში კეთილდღეობაზე, ამით ქვეცნობიერად თავს უყრი იმ ძალებს, რამაც თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა უნდა უზრუნველჰყოს. მესამეც, კარგი ცხოვრება და სიამტკბილობა ხანდაზმულობაშიც ისევე ტკბილია, როგორც ახალგაზრდობაში. წარმოისახეთ, რომ  საუკეთოსოდ ცხოვრობთ 2–3 წლის შემდეგ და პენსიაზე გასვლის შემდეგაც. გაათავისუფლეთ თქვენი წარმოსახვა ყოველგვარი შეზღუდვისაგან, აქ არ არის საჭირო ლოგიკა, აქ საჭიროა წარმოსახვის მრავალფეროვნება და სიუხვე. გახსოვდეთ ა.აინშტეინის ფრაზა: “ ლოგიკით ჩვენ ვიცით, თუ როგორ მივიდეთ A პუნქტიდან B–მდე, წარმოსახვით კი ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ყველგან“.
·         ახლა კი დაიწყეთ დათვლა, თუ რა ღირს იმ სტილით ცხოვრება, რაც თქვენ უხვად დახატეთ 2–3 წლის შემდგომი მომავლისა და საპენსიო ასაკის პერიოდში მატერიალური კეთილდღეობის მაღალი დონის თვალსაზრისით. ეს შეიძლება მოიცავდეს იმ თანხებს, რაც ხმარდება გრძელვადიანი სესხის დაფარვას, კვებას, ჩაცმა–დახურვას, საბინაო გარნიტურს, ავტომობილს, საწვავს, ტრანსპორტს, მოგზაურობას, განათლებას, გართობას, მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებას, დაზღვევას, ფულად დანაზოგებს, ქველმოქმედებას, საზოგადოებრივ საქმიანობას, ახლობლებზე ზრუნვას, ოჯახის საქმეებს და სხვა მრავალს. გაითავისეთ წარმოსახვის ეს ხატები, მოახდინეთ მათი ვიზუალიზაცია და გაითავისეთ ეს ფასები და დანახარჯები. ამით იზრდება მოტივირების ხარისხი, იმის ცნობიერება თუ რა დიდი მასშტაბები შეიძლება ჰქონდეს ცხოვრებას. მოტივირების მაღალი ხარისხი კი ფრიად მნიშვნელოვანია.

კარგად გააცნობიერეთ რა არის ფული!
 მე–3 ნაბიჯი
ცხადია იცით, მაგრამ შეგახსენებთ: ფული არის განსაკუთრებული საქონელი, რომელიც არის ყველა სხვა საქონლისა და სერვისის ღირებულების საყოველთაო ექვივალენტი. თანამედროვე ეკონომიკური თეორია გამოჰყოფს ფულის 5 ფუნქციას:
1.ფული არის ღირებულების საზომი.ფულის საშუალებით ხდება საქონლის ღირებულების განსაზღვრა ფასის დადების მეოხებით.
2.ფული არის ბრუნვის საშუალება. საქონელ–ბრუნვის პროცესში ფული ასრულებს გამაშუალებლის ფუნქციას.
3.ფული არის გადახდის საშუალება – საქონლის კრედიტით აღების, გადასახადების გადახდის, იჯარის გასტუმრების და ა.შ. დროს.
4.ფული არის დაგროვებისა და დანაზოგების საშუალება. ფული ქმნის დანაზოგებს მოსახლეობაში და ცალკეულ პირებში, იგი მონაწილეობს ეროვნული შემოსავლის ფორმირებასა და  განაწილებაში.
5. მსოფლიო ფულის ფუნქცია. ეს გამოიხატება იმ ეკონომიკური სუბიექტების ურთიერთობებში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებსა და სახელმწიფოებში იმყოფებიან.
ყველა ამ ფუნქციების გამოისობით ფულს განსაკუთებული ადგილი უჭირავს თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში.
აქ მხოლოდ ერთი ჩანართი მინდა გავაკეთო ასოციაციის სახით იმასთან დაკავშირებით, რომ ფული  ეკონომიკური თეორიების მიხედვით არის ყველა სახის საქონლისა და  სერვისის საყოველთაო ექვივალენტი; კერძოდ, მახსენდება ანტიკური ფილოსოფოსის პროტაგორას სიტყვები: „ადამიანი არის ყველაფრის საზომი – იმისა რაც არის და იმისა რაც არ არის“. ეკონომიკურად ფულია ყველაფრის ექვივალენტი და საზომი, მაგრამ ფილოსოფიურ–ანთროპოლოგიურად და ჰუმანისტურ–ფსიქოლოგიურად ადამიანია ყველაფრის საზომი.

კარგად მოიაზრეთ რა ადგილი უჭირავს ფულს  თქვენს პირად ცხოვრებაში!   
მე–4 ნაბიჯი
იცით თუ არა, როგორია თქვენი ქონების სუფთა ღირებულება, რისი მფლობელიც ხართ? გაგიგიათ თუ არა, რომ ქონების სუფთა ღირებულება უდრის ყველა სახის აქტივებს გამოკლებული ყველა სახის ფინანსური ვალდებულებები (ვალები და კრედიტები, აუცილებელი დანახარჯები, გადასახადები, იჯარა, დაზღვევა...). გაქვთ თუ არა დანაზოგები და რამდენს შეადგენს იგი? რა სარგებელი დაგერიცხებათ თქვენს დანაზოგებზე? რა არის თქვენი ყოველთვიური ფიქსირებული და ცვალებადი შემოსავლები და გასავალი? გაქვთ თუ არა კრედიტი და რამდენი დაგერიცხებათ კრედიტის დასაფარავად როგორც საურავი? ხართ თუ არა დაზღვეული და ადექვატურია თქვენი დაზღვევის პაკეტი და რეალურად იყენებთ თუ არა მას? გაქვთ თუ არა ფინანსური გეგმა? გაქვთ თუ არა უძრავი ქონების გეგმა?
·         განსაზღვრეთ თქვენი სუფთა ქონების ღირებულება. თუ დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ, მიმართეთ ფინანსურ კონსულტანტს ან გაეცანით ვებ–გვერდს   www.myfinancialsoftware.com აქ მოიძიებთ ფინანსების მართვის სხვადასხვა ინსტრუმენტებს.
·         შეადგინეთ თქვენი თვიური დანახარჯების ცხრილი და გამოთვალეთ იგი, რათა კორექცია შეიტანოთ თქვენს დანახარჯებში და რაციონალური გახადოთ იგი. ფინანსური მართვის უნარ–ჩვევების დახვეწისათვის სასარგებლოა ბიუჯეტირებისა და ფინანსური დაგეგმვის ინსტრუმენტების ათვისება.  მე და ჩემი ჯგუფი თბილისისა და შიდა ქართლის 20 სკოლაში და ახალგაზრდულ ცენტრში უკვე ვატარებთ სოციალური და ფინანსური განათლების ტრენინგებს უმცროსი და უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებისათვის. ეს ტრენინგები ზრდასრულთათვისაც სასარგებლოა. არ დაგზარდებით თუ მოგვმართავთ.
·         დასახეთ გეგმა, თუ რამდენს დაზოგავთ თქვენი   საპენსიო ასაკისათვის.
·         აიმაღლეთ ფინანსური განათლების დონე. ისწავლეთ ბანკებთან ურთიერთობა, კლიენტობა და თანამშრომლობა. ფინანსური წარმატების ინსტრუმენტების გასაცნობად მიმართეთ ვებ–გვერდს www.thesuccessprinciples.com  ისევ და ისევ, ჩაერთეთ ჩვენს ტრენინგებში „ახალგაზრდობის სოციალური და ფინანსური განათლება –აფლატუნი“.
ამჯერად, გვრჩება ფინანსური მდგრადობისა და დაზოგვების საკითხების განხილვა, რაც ფინანსური მართვის უნარ–ჩვევებს კიდევ უფრო განამტკიცებს. მაგრამ ეს შემდგომ , მე–14 დღის მასალებში იქნება წარმოდგენილი.

თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.com

ფინანსური წარმატების თვითშთაგონებითი აფირმაციები და წარმატების გარდაუვალობა

წარმატების 365 დღე
მე–12 დღე
ვთქვათ, წინა მე–11 დღის სავარჯიშოს მეოხებით თქვენ უკვე გაუსწორდით და შეარყიეთ თქვენი შემზღუდავი საბაზო რწმენები, დაშვებები და სტერეოტიპები, რაც ფულის ვითომდაც ნეგატიური მხარეების მიმართ გახასიათებდათ; ამჯერად შეაგებეთ თქვენი პერმანენტული თვითგანვითარების პროცესს აფირმაციების ანუ თვითშთაგონების პოზიტიური ფორმულების მრავალჯერადი გამეორებები. თქვენ უკვე იცით, რომ ასეთი ხშირი თვითშთაგონებითი განმეორებებით ახდენთ თვითდაპროგრამირებას ტვინის ნეიროლოგიური მექანიზმების და ფიქსირებული ცნობიერი თუ ქვეცნობიერი განწყობების  დონეზე. ასეთი ფიქსირებული განწყობების საფუძველზე კი აუცილებლად შეამჩნევთ თქვენს ირგვლივ ფინანსური ან სხვა წარმატების მომტან შანსებს, მოვლენებსა და ადამიანებს. უფრო მეტიც, ისინი მოიზიდავენ და შეგახვედრებენ ზუსტად იმ ადამიანებსა და მოვლენებს, რაც თქვენს ფიქსირებულ განწყობებს შეესაბამება. არ გჯერავთ? ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ იცოდეთ, ეს რეალური კანონზომიერებაა და თქვენი არ–დაჯერების უფლება ამ შემთხვევაში უნაყოფოა. მე არც ვაპირებ უნაყოფო კამათში გამოგყვეთ და გადაგარწმუნოთ. ეს უკვე თქვენი პრობლემაა გაითვალისწინებთ თუ არა რეალურ და მეცნიერულად დადგენილ კანონზომიერებას. უფრო მეტიც, არსებობს კანონი, რომელსაც ეწოდება  თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების კანონი. იგი ნიშნავს იმას, რომ ადამიანში ჩაბუდებულ მოლოდინს აქვს  ტენდენცია ახდეს და აღსრულდეს; ეს კი არა იმის გამო, რომ რაღაც ფატალურად მოქმედი ძალა არსებობს, არამედ იმის გამო, რომ ადამიანს ქვეცნობიერად ისე მიჰყავს თავისი ცხოვრება, რომ გაამართლოს (ჟარგონის ენაზე „გააპრავოს“) თავისი მოლოდინები. ამ გაგებით ცხოვრება მოლოდინთა „გაპრავების“ პროცესია. ცნობილ ანდაზაში –„სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“– სიტყვა ბედი უნდა ჩანაცვლდეს სიტყვით „მოლოდინი“ და მივიღებთ ფსიქოლოგიურად რეალისტურ ფორმულას: „სადაცაა მოლოდინი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“. ის პოზიტიური აფირმაციები ანუ თვითშთაგონებითი ფორმულები, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, სწორედ პოზიტიური მოლოდინების თვითპროგრამირებას უწყობს ხელს, ხოლო ეს უკანსკნელნი თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების კანონის თანახმად გარდაუვალი განხორციელებისაკენ ილტვიან. ამიტომაც ვლაპარაკობ ხოლმე „წარმატების 365 დღის“ პროგრამის ხვადასხვა ადგილას წარმატების გარდაუვალობის პრინციპთა შესახებ.
მაშ, ასე: ფინანსური წარმატების პოზიტიური აფირმაციების შესახებ ჯერ კიდევ უკვე მე–4 დღის სავარჯიშოში მივუთითე:
·         მე ყოველ საათს კიდევ უფრო მდიდარი ვხდები;  
·         მე ყოველდღე კიდევ უფრო მდიდარი ვხდები;
·         მე ყოველ წელს უფრო და უფრო მდიდარი ვხდები.                                                                           
თქვენ კიდევ უფრო შეგიძლიათ გააძლიეროთ ამ აფირმაციის ძალა და ეს ფორმულა ჩასვათ წარსულ დროში:
·         მე უკვე კიდევ უფრო მდიდარი გავხდი;      ან
·          მე კიდევ უფრო გავმდიდრდი.
შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი აფირმაციებიც:
·         განგება მაძლევს დიდ ძალას, რათა დავეხმარო მათ, ვინაც საჭიროებს დახმარებას;
·         მე იმაზე მეტი ფინანსური შემოსავალი მაქვს, ვიდრე მესაჭიროება და შემიძლია გამოვიყენო ყველაფერში, რაც მსურს;
·         ჩემთან ფული მოდის სხვადასხვა წყაროებიდან;
·         მე ვაკეთებ ყველაზე საუკეთესო არჩევანს თუ რაში გამოვიყენო ჩემი ფული;
·         მე ჩემს თანხებს პირველ რიგში ვხარჯავ გარდაუვალ საჭიროებებში და მხოლოდ ამის შემდეგ ვიყენებ დარჩენილ ფულს ჩემი სურვილების დაკმაყოფილებასა და ფულის დაგროვებაში;
·         ჩემი შემოსავლები ყოველდღე იზრდება მაშინაც, როცა ვშრომობ, მაშინაც, როცა ვერთობი ან მაშინაც, როცა მძინავს.
·         ყველა ჩემი საქმეში ჩადებული (ინვესტირებული) თანხა სარგებელის მომტანია.
·         ადამიანებს სიამოვნებთ და უხარიათ გადაიხადონ ფული იმაში, რაც მე გულით მიყვარს ვაკეთო.
ყველა ჩამოთვლილი აფირმაციებიდან შეარჩიეთ 5–დან 10–მდე აფირმაცია, რომელიც თქვენის აზრით თქვენთვის ყველაზე მოსარგებია. დაიწყეთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში დღეში 2–3–ჯერ მედიტირების ანუ შინაგანი გამეორებების სესიები, თითოეული მათგანი დაიკავებს 5–10 წუთს. თითო აფირმაციული ფორმულა გაიმეორეთ მინიმუმ ხუთჯერ. თქვენ შეგიძლიათ ეს სამედიტაციო სესია ჩაატაროთ მჯდომარემ ან სიარულის დროს. მთავარია იყოთ მხრებსა და წელში გამართული, შუბლ–გახსნილი, ღიმილნარევი ან კეთილგანწყობილი გამომეტყველებით. თქვენ შეგიძლიათ შინაგნად არა მხოლოდ გაიმეოროთ, არამედ წაიმღეროთ ან წაიღიღინოთ კიდეც და ააწყოთ ეს გამეორებები რაიმე რიტმს ან რაიმე მელოდიას. რიტმიდან შეგიძლიათ აეწყოთ, მაგალითად, სუთქვის რიტმს ან სიარულის რიტმს.
ვიზუალიზაცია
შექმენით მკაფიო ვიზუალური წარმოდგენა, თუ როგორ ფლობთ უკვე იმ თანხებს, რასაც გსურთ რომ ფლობდეთ. ამ მხედველობითი წარმოდგენის ხატს დაამატეთ სმენითი ხატებიც, ანუ რა ისმის ან რას ლაპარაკობენ იმ დროს, როცა უკვე ფლობთ სასურველ ფინანსურ მდგომარეობას. ამას გარდა დაამატეთ ის აზრები და შინაგანი დიალოგები, რაც ამ დროს თქვენს თავში ტრიალებს; დაამატეთ კინესთეზიური ინფორმაცია ანუ იგრძენით ის გრძნობები, რასაც სხეული და სული გრძნობს მაშინ, როცა სასურველი ფულადი ოდენობის მფლობელი გახდით. ხშირად ატრიალეთ თქვენს გონებასა და წარმოდგენაში ის ვიზუალურ–აუდიალურ–გრძნობითი ხატი, რომ უკვე ფინანსურად წარმატებულ მდგომარეობაში იმყოფებით და სასურველ ფულად ოდენობას ფლობთ.  იმისათვის, რომ მოსახდენი მოხდეს, მოსახდენი უკვე წინასწარ უნდა არსებობდეს ახდენილის სახით თქვენს გონებასა და გრძნობაში. ესეც წარმატების გარდაუვალობის ერთერთი კანონია.
თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.com








ფინანსური წარმატება და ფულისადმი დადებითი დამოკიდებულება

წარმატების 365 დღე
მე–11 დღე
ფულს აქვს თავისი ფსიქოლოგიური საიდუმლოებები. ფულის არ ქონაში კი  არ არის პრობლემა, არამედ მისი არქონა თვითონ არის იმის სიმპტომი, თუ რა ხდება ჩვენს შინაგან სამყაროში. როგორც ყველაფერი, ისე ფინანსური წარმატებაც ჩვენი ტვინის ნაყოფია. ფულის კეთებისათვის 4 ნაბიჯია გადასადგმელი:
·         პირველ რიგში, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ – გსურთ თუ არა გქონდეთ ფინანსური წარმატება.
·          მეორე, თქვენ თვითონ უნდა ირწმუნოთ (თქვენს მაგივრად სხვა ვერ ირწმუნებს), რომ შეძლებთ მის მიღწევას და რომ ამას კიდევაც იმსახურებთ. 
·         მესამე, თქვენი ფიქრის ფოკუსში ფინანსური წარმატება უნდა მოექცეს და იმის ვიზუალიზაციაც კი უნდა მოახდინოთ, რომ თითქოსდა უკვე გაქვთ კიდევაც ის ფულადი ოდენობა, რასაც ელტვით რომ მიიღოთ.
·         და მეოთხეც, თქვენ უნდა იყოთ მზად გაიღოთ ის საზღაური და ხარკი, რასაც დიდი ფინანსური წარმატება მოითხოვს თქვენგან (დისციპლინა, თავგამოდებული შრომა, უძილო ღამეები, ზოგიერთი სასიამოვნო და ჩვეული რაიმის დათმობა,  ახალ ურთიერთობებზე გადასვლა ძველზე დარჩენის სანაცვლოდ და სხვა).
 ადამიანთა გარკვეული ნაწილი სიმდიდრის დაგროვების ზემოთაღნიშნულიდან თვით პირველ ნაბიჯსაც კი ვერ დგამს. მეტწილად მათ ზღუდავთ ის რწმენები და საბაზო დაშვებები, რაც  ჩამოუყალიბდათ ფულის შესახებ და აგრეთვე იმაზე, თუ რატომ არ იმსახურებენ მატერიალურ კეთილდღეობას.
დაადგინეთ თქვენი შემზღუდავი რწმენები და განთავისუფლდით მათგან!
ჩვენ გვაქვს რწმენათა ორი დიდი კატეგორია: 1) ნეგატიური და აქტივობის შემზღუდავი (ამკრძალავი)  და  2) პოზიტიური და მასტიმულირებელი რწმენები. პირველ რიგში საჭიროა გავაცნობიეროთ ჩვენში ჩაბუდებული შემზღუდავი რწმენები და საბაზო დაშვებები, რომლებიც სტერეოტიპული მსჯელობების სახითაც კი გვევლინებიან:               -ფული ხელის ჭუჭყია;                                                                                                                         -ფული ქუჩაში არ ჰყრია ;                                                                                                                      -ფული უნდა გქონდეს, რომ აკეთო ფული;                                                                                     -ფული ბოროტების სათავეა;                                                                                                              -ფულიანი ხალხი ამორალურები და გაბოროტებულები არიან;                                                 -ფულიანები ეგოისტები არიან;                                                                                                           -ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი ;                                                                                                  -ფულიანი ხალხი მხოლოდ ფულზე ფიქრობენ….
და  კიდევ ბევრი სხვა, არც მე ამწუთას არ მახსენდება.                                                                 ამ ტიპის მსჯელობები ბავშვობიდან ყალიბდებიან ჩვენში და განსაზღვრავენ ფულისადმი დამოკიდებულებას. თავის მხრივ კი ფული ერთგვარად ადამიანს ჰგავს:
1)მას ისევე, როგორც ადამიანს , ამოძრავებს ერთობის გრძნობა: ფული ისწრაფვის იქეთ, სადაც ბევრი ფულია („ვისაც აქვს, მიეცემის...“);                                                                             2)  ისევე როგორც ადამიანს, ფულსაც უყვარს დაცულობა (სეიფი, ყულაბა...);                         3) ისევე როგორც ადამიანს, ფულსაც უყვარს, როცა უვლიან, ყურადღებით ეპყრობიან და პატივს სცემენ ( იმისაგან გარბის, ვინც უდიერად და უყურადღებოდ ექცევა, ფლანგავს, არ ითვლის და არ ითვალისწინებს მას, არარაობად თვლის...);                                                   4) როგორც ადამიანს ახასიათებს რაციონალურობის შემთხვევაში სტაბილობა და მდგრადობა, ხოლო ირაციონალურობის შემთხვევაში არასტაბილურობა და მდგრადობის შერყევა, ფულიც ასევე რაციონალური ხარჯვის შემთხვევაში ფინანსურ სტაბილობას უზრუნველჰყოფს, ხოლო ირაციონალური და გრძნობას აყოლილი ხარჯვის შემთხვევაში ფინანსური ხათაბალისა და არამდგრადობის ჭაობს ქმნის.  
ამჯერად, დავიწყოთ წეღან ზემოთხსენებული შემზღუდავი სტერეოტიპული რწმენების განეიტრალება იმით, რომ თითოეულ მათგანში ეჭვის შეტანის გარდა მივუწეროთ ალტერნატიული საპირისპირო დებულება:
-ფული ხელის ჭუჭყია  – ფული ჭუჭყი კი არა, არამედ იმის საშუალებაა, რომ იყიდო კარგი ჰიგიენური საშუალებები და არა მარტო ხელის, არამედ ყველაფრის ჩამორეცხვა შესძლო;                                                          
-ფული ქუჩაში არ ჰყრია  – ფული მართალია არ ყრია, მაგრამ ქუჩაში ბევრი ფულია თუნდაც იმიტომ, რომ იქ ბევრი მაღაზიაა, ბევრი თუ მცირე ფულის მქონე უამრავი გამვლელია და ა.შ. ზოგადად კი ფული თავსაყრელია ცხოვრებაში, იგი ყველგანაა;             -ფული უნდა გქონდეს, რომ აკეთო ფული – არ გინახავთ ადამიანები, რომელთაც ფულის კეთება ნულიდან დაიწყეს? მე მინახავს და ვიცნობ კიდეც. თქვენც იცნობთ, მაგრამ შესაძლოა ამ წუთას ვერ იხსენებთ;                                                                                                   -ფული ბოროტების სათავეა  – უფულო და გაბოროტებული პირები არ გინახავთ? მიმოიხედეთ და იპოვით. ფულიანი და კეთილმქმედი ადამიანების შესახებ არაფერი გაგიგიათ? ე.ი. ბევრი რამ არ გცოდნიათ;                                                                                           -ფულიანი ხალხი ამორალურები და ბოროტები არიან – არ გინახავთ უზნეო ბოგანო?ფულიანი ფილანტროპი და მაღალი ზნეობის მქონე ადამიანების შესახებ გსმენიათ? ისინი ძალიან ბევრი არიან;                                                                                                                 -ფულიანები ეგოისტები არიან  –   ვინ გითხრათ? განა ცოტაა ხელგაშლილი მდიდარი! ადამიანები, რომლებიც ადამიანებზე ზრუნავენ?                                                                                                                                                                                                                                        ----ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი   – მართალია, მაგრამ ფულს სულაც არა აქვს პრეტენზია ისეთი რამ იყიდოს, რაც გაყიდვას არ ექვემდებარება;                                            ფულიანი ხალხი მხოლოდ ფულზე ფიქრობენ – არ გინახავთ უფულოები, სულ ფულის ქონაზე რომ არიან ჩაციკლულები?   ან არ გინახავთ მართლაც ფულიანები, რომლებიც დღენიადაგ ქვეყნის მოწყობაზე, ადამიანების  დახმარებაზე და სამყაროს სასიკეთოთ შეცვლაზე რომ ფიქრობენ?
ახლა კი სცადეთ მოკლე ფორმულის სახით ჩამოაყალიბოთ ეს ალტერნატიული ვარიანტები. მაგალითად,   ”ფული ბოროტების სათავეა“–ს მიუწერეთ „ფული კეთილი საქმეების კეთების საშუალებაა“. ამგვარად, ეს  „ფული კეთილი საქმეების კეთების საშუალებაა“ არის ნამდვილი ალტერნატივა, რაც ააყირავებს თქვენს შემზღუდავ საბაზო დაშვებას ანუ რწმენას. იმისთვის, რომ იგი ჩამოყალიბდეს ახალ რწმენად და დაიკავოს ძველი საბაზო დაშვების ადგილი თქვენს არსებაში, საჭიროა დაწეროთ ცალკე ფურცელზე იგი, გააკრათ თქვენს მაგიდასთან, 30 დღის განმავლობაში დღეში მრავალჯერ  გაიმეოროთ ეს ალტერნატიული ფრაზა, წარმოთქვით იგი ხმამაღლა და თქვენს შიგნითაც, ამავე დროს ეს წარმოთქმა გახდეს უფრო და უფრო მტკიცებითი, უფრო ემოციური დაჯერებულობით გაიმეორეთ იგი. ამ დროს თავის ტვინის ნეირონების დენტრიტებთან  მრავალჯერადი განმეორებების გამოისობით გროვდება მიკროსოპიულად ძალიან მცირე ქსოვილები, რომლებიც ამ რწმენის ინსტალირებას ახდენენ თქვენი ტვინის სტრუქტურებში; ეს კი, თავის მხრივ ტვინს აპროგრამირებს სამოქმედოდ, რათა უზრუნველჰყოს ფინანსური წარმატების ნაბიჯების გადადგმა. ეს არ არის ზღაპრები: ეს ნეირო–მეცნიერების კვლევებით დადასტურებული ფაქტებია. წარმატების შესახებ ნეირო–მეცნიერების ემპირიულ მონაცემთა გასაცნობად მიმართეთ ვებ–საიტს  www.scienceforsuccess.com
ასე, რომ შევაჯამოთ სამ ნაბიჯიანი პროცედურის სახით:
1)დააფიქსირეთ და გამოჰკვეთეთ თქვენი შემზღუდავი რწმენები ფულისა და მისი შოვნის, მატერიალური კეთილდღეობის ამაღლების შესახებ;
2) შეიმუშავეთ ალტერნატიული მოსაზრებები და ჩამოაყალიბეთ ალტერნატიული ფორმულა, რაც ააყირავებს თქვენს  შემზღუდავ საბაზო დაშვებას;
3) მთელი ერთი თვის განმავლობაში დღეში რამდენიმეჯერ დაბეჯითებით და ემოციურად დამაჯერებლად გაიმეორეთ, შინაგნად და ხმამაღლა წარმოთქვით ეს ალტერნატიული ფორმულა, დაწერეთ იგი ფურცელზე და გქონდეთ გამოსაჩენ ადგილას.
ფინანსური წინსვლის შემდგომ ნაბიჯებზე მე–12 დღის მასალებში იქნება საუბარი.
თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.com



                                                                                                                 

5.17.2013

მადლიერება, პოზიტიური უკუკავშირი, ბედნიერება - 57–ე დღე


სიტყვა მადლიერების ძირი მადლია. მადლი კი ღვთიური ენერგიის გამოხატულებაა. მადლიერება  იმ ემოციურ მდგომარეობას აღნიშნავს, როცა მიღებულ სიკეთეზე ადამიანი რეაგირებს საპასუხო დადებითი და კეთილგანწყობილი გრძნობით, სიტყვით ან ქმედებით. ამდენად, მადლიერების გამოხატვა ადამიანთა ურთიერთობებში პოზიტიურ უკუკავშირთა კატეგორიაში თავსდება: ამ დროს ადამიანი არ კმაყოფილდება მხოლოდ იმით , რომ საკუთრივ თვითონ დატკბეს სიკეთის მიღებითა და სხვის მიერ მისი რაიმე მოთხოვნილების ან სურვილის დაკმაყოფილებით; იგი თავის მხრივ სიტყვით ან ქმედებით გამოხატავს საპასუხო კეთილგანწყობას.


მადლიერების ადრესატი  შემოფარგლული არ არის:
მადლიერება შეიძლება შეეხოს განგებას, მამულს, მშობლებს, მასწავლებლებს, მეგობრებს, ნაცნობ–უცნობებს, ბუნების მოვლენებს, მზეს, ცხოველებსა და მცენარეებს, ჩვენს პლანეტას და მთელ სამყაროს. მადლიერების გამოხატვის მნიშვნელობა იმითაც განისაზღვრება, რომ იგი ე.წ. ხანგძლივი ბედნიერების ერთერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია სხვა ისეთ მნიშვნელოვან აქტივობებთან  ერთად, როგორიცაა ოპტიმიზმის კულტივირება, კეთილქმედება ანუ სათნოება, მზრუნველობითი სოციალური კავშირები, რელიგიურობა, მიტევების უნარი, ცხოვრების ნაკადში ჩართულობა, სიხარულის გენერირება, თვითზრუნვა, სიყვარულის უნარი, მიზანსწრაფვა.

თუკი ცხოვრებას მიღება–გაღების ბალანსის თვალით შევხედავთ, მადლიერება სწორედ გაღებაზე ორიენტირებული აქტივობაა, თუმცა იგი სიკეთის ან სარგებლობის მიღების  და მასზე კეთილგანწყობითი რეაგირების კომპონენტს შეიცავს. მახსოვს, ერთი ტრენინგის მონაწილემ კითხვა დამისვა ერთერთი მილიარდერი ქველმოქმედის შესახებ: რა გიკვირთ, ის ხომ მილიარდერია და რატომაც არ იქნება ამ ცხოვრების და ადამიანების მადლიერი თავის ქველმოქმედებით? მახსოვს, ვუპასუხე: იგი სწორედ იმიტომაა მილიარდერი, რომ მადლიერების გრძნობა გამახვილებულად ახასიათებს–თქო. ცხადია, გადავაჭარბე და მარტო მადლიერების გრძნობის ქონით ვერ ავხსნით, თუ როგორ მოიპოვებენ ასეთ დიდ ფინანსებს ერთეული პირები, მაგრამ ამ ჰიპერბოლური ფორმულით მარტივი აზრი მინდოდა ჩამომეყალიბებინა: მადლიერების გამოხატვა სიტყვით ან ქმედებით არა მხოლოდ პოზიტიური უკუკავშირის ფორმაა მიღებულ სიკეთეზე, არამედ მადლიერების კულტივირება და მისი გამუდმებული გამოხატვა უკუკავშირის საფუძველზე ახალი სიკეთეების მიღების საფუძველია და ასე გრძელდება უსასრულოდ.

ერთი ანალოგია მინდა შემოგთავაზოთ დაფიქრებისათვის: რუსულად არსებობს ანდაზა –„
Береженного бог бережет“ (ბიბლიიდან ნასესხებია), რაც ქართულად ასე ვთარგმნე „დამზოგავს ღმერთი დაზოგავს“. ამის მსგავსად მინდა ვთქვა „მადლიერს ღმერთი მადლს ჰფენს“. ამდენად ის, რაც ვთქვით მადლიერებაზე, კარმიული ენერგიის უძველეს კანონს გამოხატავს. ახლა კი მადლიერების კულტივირებისათვის ერთი სავარჯიშო მინდა შემოგთავაზოთ:

პირველი ნაბიჯი:

შეეცადეთ გაიხსენოთ, თუ რამდენ ადამიანს ან სხვა ცოცხალ არსებას ან მოვლენას მოუტანია თქვენთვის სიკეთე და სარგებლობა. ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველა და ყველაფერი, რაც თქვენგან მადლიერების გამოხატვას იმსახურებს.

        მეორე ნაბიჯი:

თქვენს წარმოსახვაში დახატეთ სურათი: ყველა ეს პირები, ცოცხალნი თუ გარდაცვლილები, შეკრიბეთ რაღაც ადგილას და ყველას ერთად განუცხადეთ თუ რაოდენ მადლიერი ხართ მათი და თუ როგორ ხართ მზად სხვა ადამიანებს გაუზიაროთ მიღებული სიკეთე ან თქვენ თვითონ გასცეთ იგი მადლიერების ნიშნად სულ სხვა პირებზე, რადგან ესეც მადლიერებაა, როცა გასცემთ. ან კიდევ წარმოსახვაში სათითაოდ დახატეთ თქვენს მადლიერებას რომ იმსახურებს, იმ ადამიანთა სურათი. წარმოიდგინეთ მიდიხართ თითოეულ მათგანთან და გამოხატავთ მადლიერებას მათი მისამართით.


      მესამე ნაბიჯი: 

ამჯრედ არა წარმოსახვაში, არამედ რეალურად ყოველდღიურ ცხოვრებაში მადლიერების გრძნობა გამოუხატეთ ამა თუ იმ პირებს ან მოვლენებს. გახსოვდეთ: არ გამოხატულ და მხოლოდ თქვენს თავში  არსებულ მადლიერებას კარმიული ძალა არა აქვს და იმ პოზიტიურ უკუკავშირებს ვერ უზრუნველჰოფს, რითაც ძალმოსილია რეალური, გამოხატული მადლიერება. მადლიერებას ძალას აძლევს მისი სიტყვიერად ან საქმით გამოხატვა.

მადლიერებასაც წვრთნა და კულტივირება სჭირდება. სცადეთ გაზარდოთ თქვენი ხანგრძლივი ბედნიერების ინდექსი სიყვარულისა და მადლიერების გრძნობათა  კულტივირების მეოხებით. სცადეთ, სცადეთ და მიაღწევთ კიდეც!